ფრენკი დე იონგი: შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით

ფრენკი დე იონგი: შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით

ფრენკი დე იონგმა ფრანკფურტის "აინტრახტთან" ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

შედეგით კმაყოფილები არ ვართ. ფრე ცუდი შედეგია.

ბურთით თამაშისას კარგები არ ვიყავით.

დარჩება თუ არა დემბელე? არ ვიცი, მას უნდა ჰკითხოთ. მე და უსმანი ვცდილობთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ და კლუბს დავეხმაროთ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და შეუძლია, არაფრისგან რაღაც შექმნას. დემბელეს ორივე ფეხით თამაში გამოსდის, აგრეთვე, სისწრაფითა და აზროვნების უნარით გამოირჩევა.

ნიდერლანდების ნაკრებში კუმანის დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა.

ჩემი თამაშითა და გაკეთებული ასისტით ბედნიერი ვარ, თუმცა უნდა მოგვეგო. ბურთთან ერთად ცუდად ვმოქმედებდით, შესაბამისად ცუდი თამაში ჩავატარეთ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 აპრილი 2022 04:32
    0
    აბა ერიკმა კმაყოფილი ვარო?
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #7 8 აპრილი 2022 14:57
    3
    გუშინ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო გავი და პედრის პოზიციები გადაიკვეთა და უშლიდნენ ერთმანეთს. პედრი და დე იონგი ბევრად უფრო ეფექტურია
    --------------------
    #infinit8iniesta
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 აპრილი 2022 14:49
    1
    კარგია რეალურად რო აფასებს სიტუაციას, ვინ ვინ და ამან კი იცის გერმანელების უტეხობა, ისინი ბარსელონაშიც ისევე ითამაშებენ როგორც სახლში, მითუმეტეს დასაკარგი არაფერი აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 აპრილი 2022 12:42
    1
    გუშინ კლასნად შემოვიდა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 8 აპრილი 2022 11:03
    7
    ამ კაცზე როგორ შეიძლება თქვა ვერაფერს აკეთებსო, ტიპი კომბინაციურ ფეხბურთში უძლიერესია ჭკვიანი და ენერგიული. გუშინ გამოჩნდა რომ დიდი ძალაა.
    Culé [?]
    #3 8 აპრილი 2022 09:35
    5
    ეხ ფრენკი , არაუხოს ან გავის ხასიათი მოგცა , ალბათ საუკეთესო იქნებოდი შენს პოზიციაზე , დროა ცოტა ლიდერის თვისებები გააღვიძო შენში , ისეთი აიაქსში რომ გქონდა . აბა ალბა უბანძესი იყო გუშინ და პირიქით იქით ბუსკეცს აძლევდა შენიშვნებს 😁😁 შენი არყოფნა შეგვეტყო , კავშირი არ იყო შუა ხაზსა და თავდასხმას შორის .
    Culé [?]
    #2 8 აპრილი 2022 08:24
    9
    ეს სულ თვითკრიტიკულია, ძალიან მომწონს და დასაფასებელია, უბრალოდ დემბელეზე, რომ თქვა აზროვნებსო მაგაზე გამეცინა😁❤️
    ფანი [?]
    #1 8 აპრილი 2022 05:13
    11
    თვითკრიტიკა მომწონს. ნაღდად არ იყო ის თამაში რომელიც შეგვეფერება, ბევრად მეტი შეგვიძლია და გავაკეთებთ კიდეც