ფერან ტორესი: ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა

ფრანკფურტის "აინტრახტთან" ფრედ (1-1) დასრულებულ შეხვედრაში კატალონიელთაგან ერთადერთი გოლის ავტორმა, ფერან ტორესმა მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
ვიცოდით, რომ "აინტრახტი" რთული მეტოქე იქნებოდა. მოედანი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო. როდესაც აქ ჩამოვედით, შევნიშნეთ, მინდორზე ბალახი კარგ პირობებში არ იყო, თუმცა ეს გასამართლებელი მიზეზი არაა. ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლას შევეცდებით.
ჩემი გოლი კარგი გამოვიდა. ჩვენ მშვიდად ვმოქმედებდით და ფრენკისთან კომბინაციის გათამაშება გამომივიდა.
გამათანაბრებელი გოლის გატანა მნიშვნელოვანი იყო.
ტურნირის მოგება? ჩვენ "ბარსა" ვართ და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის მოგებაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]