დემბელესთან მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში დაიწყება
"ბარსელონასა" და უსმან დემებელეს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაროკოში რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრა მხოლოდ მოთელვით ხასიათს ატარებდა. ამ ინფორმაციას ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დემბელეს მხარე აცხადებს, რომ მაროკოში მატეუ ალემანისთან გამართულმა შეხვედრამ პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი მოლოდინები გააცნეს. ალემანიმ გააჟღერა კლუბის პოზიცია, რომლის თანახმადაც დემბელე "ბარსას" სამომავლო პროექტისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ კლუბს მისთვის მაღალი ხელფასის გადახდა არ შეუძლია. ფეხბურთელის მხარემ კი დარჩენის სურვილი დაადასტურა. დემბელეს წარმომადგენლები ხვდებიან, რომ რთული ფინანსური სიტუაციის გამო "ბარსელონას" არ შეუძლია, უსმანს იმდენი გადაუხადოს, რამდენსაც სხვა კლუბები სთავაზობენ, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ორივე მხარისთვის მისაღები ფორმულის მოფიქრება შესაძლებელია.
Mundo Deportivo-ს ცნობით ამ შეხვედრაზე მოლაპარაკებები არ გამართულა. ივარაუდება, რომ მხარეები მორიგ შეხვედრას მომდევნო კვირაში უკვე ბარსელონაში გამართავენ და უკვე კონკრეტულ პირობებსაც განიხილავენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]