ჩავი პედრისა და დემბელეს დასვენებას გეგმავს | Sport

დღეს "ბარსელონა" ევროპა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრას გამართავს. კატალონიელები ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდებიან.
თუ Sport-ის მიერ გავრცელებულ სავარაუდო შემადგენლობას დავუჯერებთ, ჩავი ერნანდესი გუნდის ლიდერების ნაწილის დასვენებას გეგმავს. საუბარი პედრისა და უსმან დემბელეზე გვაქვს. კატალონიური გამოცემა მათ ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში გავისა და ადამა ტრაორეს ელის.
სხვა მხრივ Sport უძლიერეს შემადგენლობას ელის. იმის გამო, რომ ალვესი ევროპა ლიგაზე დარეგისტრირებული არაა, ხოლო დესტს ტრავმა აქვს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე არაუხოს ვიხილავთ, ცენტრში კი მის ადგილს ერიკ გარსია დაიკავებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]