გავი ბარსელონასგან შეთავაზებას ორი თვეა, ელოდება

გავი ბარსელონასგან შეთავაზებას ორი თვეა, ელოდება

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი გავი და მისი წარმომადგენლები უკვე 2 თვეა, ელოდებიან, როდის დაუკავშირდებიან მათ კლუბიდან ახალი კონტრაქტის თაობაზე.

გავის კონტრაქტს ვადა 2023 წელს გასდის და ცნობილია, რომ მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება "ბარსას" ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყო, მაგრამ თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მხარეების მოთხოვნები ერთმანეთს დაშორებული იყო.

ვინაიდან იანვარში "ბარსელონას" პრიორიტეტი გუნდის გაძლიერება იყო, ახალ კონტრაქტებზე მუშაობა დაპაუზდა. მაშინ ითქვა, რომ "ბარსელონა" ფეხბურთელს ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში დაუკავშირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

უკვე 2 თვე გავიდა და თუ Sport-ს დავუჯერებთ, გავის წარმომადგენლები ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან. არადა კლუბში აცხადებენ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის.

კლუბის მხრიდან დუმილის მიუხედავად თავად ფეხბურთელს ეჭვი არ ეპარება, რომ კარიერა სწორედ "ბლაუგრანაში" უნდა განაგრძოს და არა რომელიმე ევროპულ გრანდში, რომელიც მზადაა, გავის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო დღესვე გადაიხადოს. ასეთი გრანდი კი არაერთია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 6 აპრილი 2022 15:30
    0
    ციტატა: me da barca
    ციტატა: nika 54
    კი მაგრამ რა პაჟარი აქვს ამ ლაწირაკსაც, უფრო სწორად მის აგენტებს. ხო თქვა ბარსამ რო აუცილებლად გაუგრძელებს, ხო აქვს კონტრაქტი კიდევ ერთი წელი რას პანიკობს, ითამაშოს და იქნება ყველაფერი. გუნდმა მესი გაუშვა ეკონომიური კრიზისის გამო და ეს გუშინდელები ორ დღეს ვეღარ იცდიან. თუ იძახი კულე ვარ და დარჩენა მინდაო მაშინ მოიცადე ცოტა, მართლა მესივით ხელსახოცზე ხო არ დაგიწერს ლაპორტა რო ნამდვილად უნდიხარ.

    მე მგონი შენ უფრო პანიკობ. არ გიფიქრია შეიძლება ეს ტყუილი იყოს?!

    იმედი მაქვს რო ტყუილი იქნება ან აგენტი განგებ ამუქებს სიტუაციას, რო მეტი ხეირი ნახოს.
    Culé [?]
    #9 6 აპრილი 2022 07:30
    0
    გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს ამათ, არ ინერვიულოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 აპრილი 2022 22:40
    0
    ციტატა: nika 54
    კი მაგრამ რა პაჟარი აქვს ამ ლაწირაკსაც, უფრო სწორად მის აგენტებს. ხო თქვა ბარსამ რო აუცილებლად გაუგრძელებს, ხო აქვს კონტრაქტი კიდევ ერთი წელი რას პანიკობს, ითამაშოს და იქნება ყველაფერი. გუნდმა მესი გაუშვა ეკონომიური კრიზისის გამო და ეს გუშინდელები ორ დღეს ვეღარ იცდიან. თუ იძახი კულე ვარ და დარჩენა მინდაო მაშინ მოიცადე ცოტა, მართლა მესივით ხელსახოცზე ხო არ დაგიწერს ლაპორტა რო ნამდვილად უნდიხარ.

    მე მგონი შენ უფრო პანიკობ. არ გიფიქრია შეიძლება ეს ტყუილი იყოს?!
    ფანი [?]
    #7 5 აპრილი 2022 18:41
    5
    კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლა საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.აქეთ მამარდაშვილიც ესპანეთშია.წესით რაღაცას ვემსგავსებით
    ფანი [?]
    #6 5 აპრილი 2022 17:56
    0
    აბდუ როზიკი ჩასულა ბარსაში 😁😂😆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 აპრილი 2022 17:27
    4
    კარგი სპორტს არ დავუჯერებთ და ეგ იქნება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #4 5 აპრილი 2022 17:25
    3
    დარწმუნებული ვარ გავის და პედრის მუდმივი ხელშეუხებლობის 100% გარანტირებული ადგილი ექნება!
    Culé [?]
    #3 5 აპრილი 2022 17:19
    6
    გავის თუ აქ სურს მორჩა ვერავინ და ვერაფერი გადააფიქრებინებს, ძაან მაგარი ბიჭია .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 აპრილი 2022 17:06
    2
    კი მაგრამ რა პაჟარი აქვს ამ ლაწირაკსაც, უფრო სწორად მის აგენტებს. ხო თქვა ბარსამ რო აუცილებლად გაუგრძელებს, ხო აქვს კონტრაქტი კიდევ ერთი წელი რას პანიკობს, ითამაშოს და იქნება ყველაფერი. გუნდმა მესი გაუშვა ეკონომიური კრიზისის გამო და ეს გუშინდელები ორ დღეს ვეღარ იცდიან. თუ იძახი კულე ვარ და დარჩენა მინდაო მაშინ მოიცადე ცოტა, მართლა მესივით ხელსახოცზე ხო არ დაგიწერს ლაპორტა რო ნამდვილად უნდიხარ.
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 აპრილი 2022 16:57
    11
    ლაპორტ ამ ბიჭებთან რამე არ მიქარო თუ ძმახარ 😀