ოფიციალურად: გენერალურმა ასამბლეამ Spotify-სთან შეთანხმება დაამტკიცა

ოფიციალურად: გენერალურმა ასამბლეამ Spotify-სთან შეთანხმება დაამტკიცა

დღეს "ბარსელონას" დელეგატ წევრთა გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომემელზეც Spotify-სთან სასპონსორო შეთანხმება ოფიციალურად დამტკიცდა.

ასამბლეა კლუბის ისტორიაში პირველად ელექტრონულ ფორმატში ჩატარდა და მასში 703 წევრმა მიიღო მონაწილეობა. შეთანხმების დასამტკიცებლად უბრალო უმრავლესობა იყო საჭირო.

საბოლოოდ, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

✅ 627 მომხრე

❌ 49 წინააღმდეგი

⚪ 27 თავი შეიკავა

შვედური კომპანია "ბარსელონას" მთავარი სპონსორი და აუდიო სტრიმინგის ოფიციალური პარტნიორი ხდება. წარწერა Spoitfy მომდევნო სეზონიდან 4 სეზონის განმავლობაში მამაკაცთა და ქალთა გუნდების მაისურების წინა მხარეს გამოჩნდება, სამი სეზონის განმავლობაში კი სავარჯიშო ფორმაზეც იქნება დატანილი.

ხანგრძლივი თანამშრომლობა სტადიონის სახელის უფლებასთან დაკავშირებით 2022 წლის ივლისიდან შევა ძალაში და "ბარსელონას" საშინაო არენას "Spotify კამპ ნოუ" დაერქმევა. 

კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, შეთანხმების პირობები არ სახელდება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით კატალონიური კლუბი შვედური კომპანიისგან ჯამში 435 მილიონს მიიღებს, რაც ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სასპონსორო გარიგებაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 აპრილი 2022 19:44
    0
    იმედია ლაპორტას ბართომეუ არ დაემართება და ტანკლი-ტუნკლითი სიარულს და ფულების ყრას არ დაუწყებს;
    დემბელეს ახალი კონტრაქტი, შემცირებული ოდენობით ან შემცვლელის მოყვანა, სერუიოზულის...
    ობამა და ფატი 9-იანზე როტაციაში და იქეთ ფერანის დუბლიორად მემფისი;
    ან ფერანი აქეთ ფლანგზე და მის დუბლიორად ადამა
    Culé [?]
    #6 3 აპრილი 2022 17:58
    2
    არავინ მიწყინოთ მაგრამ ჩვენთვის რა მნიშვნელობა ექნება სფოთიფაი კამპ ნოუ ერქმევა რაკუტენ კამპ ნოუ თუ რაიმე სხვა სახელი? მთავარი არის სანახაობრივი ფილოსოფია არ შეიცვალოს და არც შეიცვლება დანარჩენი რავიცი რავიცი
    ფანი [?]
    #5 3 აპრილი 2022 17:39
    0
    არც ისე ბევრია.
    Culé [?]
    #4 3 აპრილი 2022 17:04
    1
    4 წელში 435 მილიონი საუკეთესო შეთანხმებაა ნამდვილად. წელიწადში 109 მილიონი ევრო ახალი რეკორდია, თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ კამპ ნოუს სახელიც შედის ამ გარიგებაში.
    Culé [?]
    #3 3 აპრილი 2022 16:00
    1
    აუ რა ფული იშოვეს ტიპებმა♥️♥️ საღოლ ბიჭები საღოლ
    გულშემატკივარი [?]
    #2 3 აპრილი 2022 15:52
    1
    მაგარი ფული ჩაიდო!.. ჭკუით თუ გამოიყენეს ფეხზე დადგება კატალონიური გრანდი!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 აპრილი 2022 15:49
    0
    გვეშველა ვითომ?