ბარსელონას წარმომადგენლები რიუდიგერის აგენტს შეხვდნენ | Sky Sports

ბარსელონას წარმომადგენლები რიუდიგერის აგენტს შეხვდნენ | Sky Sports

"ბარსელონა" ანტონიო რიუდიგერისთვის ბრძოლას შეუერთდა. 

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, გუშინ მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი ბარსელონას ერთ-ერთ სასტუმროში გერმანელის აგენტსა და ნახევარ-ძმას, სარ სენესის შეხვდნენ და საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს.

წყაროს თანახმად, "ბარსელონა" 29 წლის ცენტრალური მცველის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს. კლუბში ფიქრობენ, რომ რიუდიგერის პროფილის მოთამაშე "ლურჯ-ბროწეულისფრების" სტილს იდეალურად ერგება. 

გერმანელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და, როგორც ცნობილია, იგი "ჩელსის" დატოვებს. 

"ბლაუგრანა" "ლურჯების" სხვა ფეხბურთელების ტრანსფერებზეც მუშაობს. გავრცელებული ცნობებით, ანდრეას კრისტენსენთან ყველაფერი შეთანხმებულია, სესარ ასპილიკუეტას საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 1 აპრილი 2022 13:30
    1
    კი ვიდეოზეც ჩანს როგორ საიდუმლოდ შეხვდნენ, ოღონდ ვის არ ჩანს. მაგრამ არ გამოსულა მთლად საიდუმლოდ თუკი Sky Sports-მა მაინც გაშიფრა.
    თუ მართლა ასეთი კარგია მოიყვანონ, ამდენი ჯაშუშური ისტორიები რა ამბავია.
    გულშემატკივარი [?]
    #18 31 მარტი 2022 20:39
    1
    ძალიან კარგი იქნება თუ დავიმატებთ. აუცილებლად უნდა წავიდნენ:ბრაითვეიტი, ლუკ დეიონგი, უმტიტი, ლენგლე, მინგესა და პუჩი ამ ურის იმედი აღარ მაქვს.
    --------------------
    •Barca forever•
    ფანი [?]
    #17 31 მარტი 2022 20:14
    1
    ციტატა: shu1987
    ვერ ვხვდები ჩელსის დაცვა რა ჩემ შოშიკოლად უნდათ ბარეღამ ტიაგო სილვაც იყიდონ და იქნება მერე მოიფიქრონ რის ჯეიმსის აუცილებლობა😃 რა სასირეთში გადასდით უკვე უაზრობები მგონია ეს რატო ან რისთვის უნდა იყიდო როცა არაუხოს ვერ უხანგრძლივებენ კრისტენსენი მოვა და გარსიაც სერიოზულად ვითარდება.

    მაინცდამაინც ჩელსიზე არ აქვთ გართულება, თავისუფალ აგენტებს ეძებენ, მაგიტომაც განიხილება ჩელსიდან ასპი კრისტენსენი (ჩვენია უკვე პრინციპში) და რუდიგერი - სამივე თავისუფალი აგენტი ხდება
    Culé [?]
    #16 31 მარტი 2022 20:06
    1
    ვერ ვხვდები ჩელსის დაცვა რა ჩემ შოშიკოლად უნდათ ბარეღამ ტიაგო სილვაც იყიდონ და იქნება მერე მოიფიქრონ რის ჯეიმსის აუცილებლობა😃 რა სასირეთში გადასდით უკვე უაზრობები მგონია ეს რატო ან რისთვის უნდა იყიდო როცა არაუხოს ვერ უხანგრძლივებენ კრისტენსენი მოვა და გარსიაც სერიოზულად ვითარდება.
    გულშემატკივარი [?]
    #15 31 მარტი 2022 16:50
    3
    კრუიფის ვაჟი და ალემანი ძაან მაგრად მუშაობენ ჯერჯერობით ყველა ტრანსფერმა გაამართლა ,ჩემი აზრით რუდიგერის დამატება იმიტომ სურთ რომ არაუხოს ხშირად აქვს ტრამვები და დაზღვეულები რომ იყვნენ სეზონში სოლიდური მცველებით ითამაშონ.ან შეიძლება აშინებენ არაუხოს რომ დაითანხმონ ხელფასზე .ყველა შემთხვევაში კარგი იქნებოდა ბარსაში მაღალი კლასის მცველების ნახვა იმედია არაუხო დარჩება და რუდიგერი ზამენად გვეყოლება .
    წევრი [?]
    #14 31 მარტი 2022 16:18
    2
    გაპიარებული ფეხბურთელია,რა რუდიგერი,ტუხელმა აათამაშა ეგეც და მაგ 3მცველიან ტაქტიკაში იდეალურად ჯდება,საერთოდაც არ ვფიქრობ რო მაღალი დონის მცველია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 31 მარტი 2022 16:18
    3
    არაუხო აუცილებლად შესანარჩუნებელია და კრისტენსენი ზაფხულში ჩვენია, ასე რომ რუდიგერის ადგილი აქ აღარ იქნება, სკამზე ეგ არ დაჯდება რათქმაუნდა😂, თან ხელფასიც ბევრუ უნდა და ბარსას სტილშიც არ ჩაჯდება,ვუყურებ მაგის თამაშს და მომწონს მაგრამ ტუხელის სქემის კაცია და ნაკრებშიც მაგიტო ვერ თამაშობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 31 მარტი 2022 16:15
    5
    საიდუმლოდ შეხვდნენ თურმე, ვერავინ ვერ გაიგო. გადაცმულები იყვნენ ნიღბებში. laughing
    ფანი [?]
    #11 31 მარტი 2022 16:10
    3
    არაუხოს ხელი არ ახლოთ
    [?]
    #10 31 მარტი 2022 15:52
    4
    ეს და კრისტიანსენი ერთად თუ მოვიდნენ ესეიგი არაუხოსთან გახანგრძლივების იმედი არ აქვთ. ამიტო ამას ეჩალიჩებიან რო ზაფხულში არაუხო გაყიდონ. და ეს რა ხელფასსაც ითხოვს არაუხო იმის ნახევარზეც თანახმაა. სად 30-ს მიკაკუნებული კაცი და სად 22 წლის კლუბის აღზრდილი. რუდიგერი ტოპ მცველია, იდეალური ბარსასთვის პროფილით სტილით პოზიციით. მარცხენა ცენტრალური მცველია და ბურთის ამოტანის მამა. მარა არაუხოს ნაცვლად იდიოტობაა ამისი მოყვანა. თან ჩხუბის თავია, ბინძური მოთამაშე.
    ფანი [?]
    #9 31 მარტი 2022 15:27
    5
    ჩელსი "ფუტბოლს"ანებებს თავს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 31 მარტი 2022 15:25
    8
    არაუხო ვინც გაუშვას ის იყოს ცხოვრებით არაკაცი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #7 31 მარტი 2022 15:15
    8
    ბევრს აქ არ მოწონს ეს ფეხბურთელი მაგრამ მე ძალიან მივესალმები ამ მცველს.. ჩემი აზრით ტოპ მცველია მთავარია დიდი ხელფასი არ მოითხოვოს რაც მგონია რომ დაბალ ხელფასზე არ დათანხმდება . 6-7 მ რომ დათანხმდეს ძალიან კარგი იქნება არაუხოსტან ერთად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 მარტი 2022 15:14
    4
    ასპილიკუეტა აღარაა საჭირო თუ მაზრაუი მოდის.უმტიტი,მინგესა და ლენგლე წავლენ,დესტი თუ დარჩა მარცხნივ გადაიწევს და მარცხენა მცველი აღარ იქნება საჭირო,თუ მარცხენა მცველიც დავიმატეთ მაშინ დესტიც წავა.რუდიგერი კი დიდად არ მინდა,ძაან ბევრ ფულს ითხოვს.
    ბარსას დაცვა:არაუხო,კრისტენსენი,პიკე,რუდიგერი,გარსია,ალბა,დესტი,ალვესი,მაზრაუი.ბევრი ხო არაა?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 31 მარტი 2022 15:09
    6
    რავიცი, ჯერ ეს ერთი 12 მილიონს ითხოვს მინიმუმ რაც სისულელეა, მაქსიმუმ 6-7 გადაუხადოს ბარსამ, მერე მეორე არც მე მგონია გაამართლოს
    Culé [?]
    #4 31 მარტი 2022 15:08
    3
    უმტიტი, ლენგლე, მინგესა - წავა

    ცენტრალური მცველები: პიკე, არაუხო, კრისტესტენი, გარსია, რუდიგერი - იდეალური დაცვა

    ძირითადი: არაუხო-კრისტესტენი/პიკე
    სკამი: გარსია-რუდიგერი

    ასპილიკუეტაც მოსაყვანია და მაზრაუი მარჯვნივ და დესტი გასაშვებია + საჭიროებისამებრ მარცნივ დადგება ასპი თუ მიტუმეტსს მარცხენა მცვლეს ვერ ვიყიდით
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 მარტი 2022 15:07
    3
    არაფერში არ გვჭირდება ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 მარტი 2022 15:02
    4
    კარგი ნცვეკია მაგრამ ბარსაში ვერ გაამართლებს, მის თამაშებს რომ ვუყურებ 5 მცველიან სქემას ერგება კარგად, ნაკრებში ძაან ცუდია და ტუხელის მოსვლამდე ყველა დასცინოდა და საშინელება იყო, მემგონი ეს ტუხელის სქემის კაცია და კრისტენსენი მოვიყვანოთ ჯობია
    Culé [?]
    #1 31 მარტი 2022 14:58
    3
    ამდენი ცენტრალური მცველები რა ჯანდაბად უნდათ?