აინტრახტს კამპ ნოუზე 20 ათასი გულშემატკივრით ჩასვლა სურს

ფრანკფურტის "აინტრახტს" სურს, 14 აპრილს "კამპ ნოუზე" გასამართი შეხვედრის დროს ტრიბუნებზე გერმანული გუნდის არა 4500, არამედ 20 ათასი გულშემატკივარი იყოს.
სტანდარტულად "კამპ ნოუზე" სტუმარ გუნდს 4500 ბილეთი ხვდება ხოლმე, თუმცა გერმანელები ოთხნახევარჯერ მეტს ითხოვენ. საქმე ისაა, რომ "აინტრახტი" ევროტურნირის გასვლით მატჩებში გულშემატკივრების დიდი არმიით გამოირჩევა ხოლმე.
გერმანული Sport1-ის ინფორმაციით "აინტრახტი" "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.
დიდი შანსია, "ბარსა" გერმანელების შეთავაზებას დასთანხმდეს. "კამპ ნოუ" ევროპაში უდიდესი სტადიონია და მისი სრულად შევსება ძალიან ძნელია. ევროპა ლიგაზე რეკორდი 73 ათასი ადამიანია, სტადიონი კი 99 ათას გულშემატკივარს იტევს. დიდი ალბათობით 20 ათასამდე თავისუფალი ადგილი "აინტრახტთან" თამაშისთვისაც დარჩება და მათი სტუმარი გუნდისთვის გადაცემით "ბლაუგრანა" ბიუჯეტს დაახლოებით 2 მილიონი ევროთი შეავსებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]