4 ბარსელონელი ლა ლიგის მარტის თვის სიმბოლურ ნაკრებში

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ WhoScored-ის მიერ შედგენილ, ლა ლიგის მარტის თვის სიმბოლურ გუნდში 4 "ბარსელონელი" მოხვდა.
სიმბოლურ ნაკრებში ჟორდი ალბა, უსმან დემბელე, ფერან ტორესი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეიყვანეს. რაც შეეხებათ სხვა გუნდებს - "სევილიასა" და "ატლეტიკოს" ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ, დანარჩენებს კი - თითო-თითო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუნდში ყველაზე მაღალი (8.25) შეფასება დემბელეს აქვს, ტორესი კი მეორეზეა (8.11). ობამეიანგს 7.90 ერგო, ხოლო ალბას - 7.42.
სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
4-4-2 | ედგარ ბადია (ელჩე) - მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), ჟიულ კუნდე (სევილია), ლეანდრო კაბრერა (ესპანიოლი), ჟორდი ალბა (ბარსელონა) - უსმან დემბელე (ბარსელონა), იანხელ ერარა (ესპანიოლი), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო), ფერან ტორესი (ბარსელონა) - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]