ატლეტიკოს ანტუან გრიზმანის გამოსყიდვის ვალდებულება არ აქვს

Goal-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის ბოლოს, "ატლეტიკოს" ანტუან გრიზმანის გამოსყიდვის ვალდებულება არ აქვს.
წყაროს ცნობით, ამისთვის, "როხიბლანკო" ფრანგი ვარსკვლავის იჯარის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებას უნდა დათანხმდეს და ფეხბურთელმა 2022-23 წლების სეზონში მატჩების (რომელბშიც ხელმისაწვდომი იქნება), სულ მცირე, 50%-ში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რის შემდეგაც აღნიშნული პუნქტი გააქტიურდება და მადრიდულ კლუბს მისი გამოსყიდვა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტუანს კვლავ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ვიხილავთ.
შეგახსენებთ, "ბარსამ" გრიზმანი "ატლეტიკოში" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გაანათხოვრა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]