ბარსას ახალი შეთავაზება ლიდსს

ბარსას ახალი შეთავაზება ლიდსს

"ბარსელონა" "ლიდს იუანიტედის" ბრაზილიელი შემტევის, რაფინიას ტრანსფერზე მუშაობა განაგრძობს. Sport-ის ცნობით ესპანელებმა ინგლისურ კლუბს ახალი შეთავაზება გაუკეთეს.

"ბარსა" რაფინიაში აქამდე 35 მილიონს იხდიდა. Sport-ის ცნობით კატალონიელებმა შეთავაზება 50 მილიონ ევრომდე გაზარდეს, საიდანაც 40 მილიონი ფიქსირებული იქნება, ხოლო 10 მილიონი - ბონუსები.

კატალონიური კლუბი არ ჩქარობს, რადგან მან იცის, რომ ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" თამაში აქვს გადაწყვეტილი, მისი აგენტი დეკუ კი "ლიდსზე" ზეწოლას ახდებს.

"ბარსას" "ლიდსთან" მოლაპარაკება იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ გუნდი პრემიერ ლიგაში დარჩება. უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში კი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევრომდე შემცირდება და მოსალაპარაკებელიც არაფერი იქნება. თუმცა ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ იორკშირელებმა შედეგები გამოასწორეს და ბოლო 2 თამაში მოიგეს, რისი წყალობითაც გასავარდნ ზონასთან ახლა მათ 7 ქულა აშორებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 30 მარტი 2022 17:23
    0
    გასავარდნ ზონას თუ შვიდი ქულით დაცილდნენ აბა დარჩენილან და ეგაა. მოგვიწევს ესე იგი დიდ თანხაზე დაჩალიჩება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 30 მარტი 2022 17:10
    0
    ლიდსის გავარდნაზე უნდა ვიოცნებოთ?
    წევრი [?]
    #7 29 მარტი 2022 19:25
    1
    Kaka,
    ღირს კარგი ფეხბურთელია ! ყოველ წელს პროგრესირებს რენშიც კარგი იყო ! 9გოლი აქვს წელს ლიდსის ლიდერია!

    ბრაითვაითი + მინგეზა +20 მილიონი მისცენ
    ფანი [?]
    #6 29 მარტი 2022 16:31
    0
    საერთოდ არვიცი როგორი ფეხბურთელია იუთუბში კიდე დამონტაჟებული კარგი მომენტებით ბევრს ვერაფერს გავიგებ და ვინც იცის ერთი-ორი სიტყვით რო მითხრას ღირს ამაში ამდენი მაყუთის გადახდა??
    Culé [?]
    #5 29 მარტი 2022 15:25
    0
    40 მილიონის და მეტის გადახდა სისულელეა ამაში. მინიმუმ 15 მილიონის დამატებით 22წლის ანტონის დათრევა შეიძლება.
    ფანი [?]
    #4 29 მარტი 2022 14:56
    1
    როგორ ვუსურვო ლიდსი გავარდეს რომ 25 ში ვიყიდოთქო თორეკ ი კარგი იქნებოდა ამის 25 ში ყიდვა. ეს 40-50 მეძვირება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 მარტი 2022 14:48
    1
    კარგია რო დეკუ ზეწოლას ახდენს, აუცილებლად გაითვალისწინებენ ალბათ bowtie
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 მარტი 2022 14:47
    1
    დაამატეთ 20 ლიმონი და ანტონი მოიყვანეთ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 29 მარტი 2022 14:46
    0
    თუ არ გავარდება ლიდსი, ჯობია დავტოვოთ