მარკოს ალონსო: ბარსა? ესპანეთში დაბრუნებით მოხარული ვიქნები

მარკოს ალონსო: ბარსა? ესპანეთში დაბრუნებით მოხარული ვიქნები

ლონდონის "ჩელსის" ესპანელი მარცხენა მცველი მარკოს ალონსო "ბარსელონას" მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ ესპანეთში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით "ბარსელონამ" "ჩელსის" ერთი მცველის, ანდრეას კრისტენსენის უფასოდ დამატების საკითხი უკვე გადაწყვიტა. დიდი შანსია, კატალონიელებმა ასევე უფასოდ დაიმატონ სესარ ასპილიკუეტაც. ასევე საუბარია ლონდონელთა კიდევ ერთი მცველის, მარკოს ალონსოს ტრანსფერზეც, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელს "ლურჯებთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და "ბარსას" მასში თანხის გადახდა მოუწევს.

თავად ფეხბურთელმა "ბარსელონას" შესახებ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:

"ბარსა"? ამჟამად კონტრაქტი მაკავშირებს და ისევ "ჩელსის" ფეხბურთელი ვარ. ბედნიერი ვარ, თუმცა ესპანეთში დაბრუნებით ყოველთვის მოხარული ვიქნები. დღეს მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

- ციტირებს მარკოს ალონსოს სიტყვებს Diario OK.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 29 მარტი 2022 08:22
    0
    ვინმე უფრო ახალგაზრდა და მაღალი დონისაა საჭირო, ისეთი ვინც ალბას წასვლის მერე ღირსეულად გადაიბარებს ძირითადის ადგილს 😀 ასეთი არ არის ალონსო, კარგია თუმცა ცოტახნით
    ფანი [?]
    #8 28 მარტი 2022 21:26
    2
    ჩელსი დაცვის სრულ შემადგენლობას გვიგზავნის, რაია იშლებიან თუ?
    [?]
    #7 28 მარტი 2022 20:53
    0
    ციტატა: ROUCH
    1-2სეზონში ახალი იქნება საძებნი და მაგას ჯობია ისევ ბალდემ მიიღოს დრო რამდენი კაი ბიჭი წამოვიდა მარცხენა მცველად და იმის გამო რო არ ენდნენ არცერთს შემოგვაბერდა ალბა და იმათგანაც ვერცერთი გავზარდეთ განა გიჟი იყო პეპი სერხი რობერტო ბარტრა და მონტოია კუენკებს რო ააძლევდა დროს. რო გაჩერებულიყო კიდე რამდენიმე სეზონი სუყველას უკეთეს მოთამაშედ ჩამოაყალიბებდა. ოდიდგანვე ასე იყო თუ არ ენდე და არ ათამაშე ნებისმიერი ტალანტი შეილება გააფუჭო. პედრი ნიკო გავი აბა ისევ ბ გუნდში ისხდნენ ან აქ სკამზე და თვეში 10 15 წუთს თამაშობდნენ. ან თავის დროზე იაია მყავს რა ბუსკეციო ეთქვა პეპს სად იქნებოდა ეხლა სერხიო

    ვალვერდე გვყავდეს ახლა მწვრთნელად და პრეზიდენტად აჩკარიკა არაკაცი, იყიდიდა წარმოდგენაც არ მინდა ვის, ვალვერდეს გემოვნებით, უკრეატივო ცხოველ მოჭიდავე ნახევარმცველებს, პედრის გააიჯარებდნენ სადმე, გავი და ნიკო ისე წავიდოდნენ მათ სახელებსაც ვერ გავიგებდით. პეპი რო დარჩენილიყო ყველა არ ვიცი მარა ალკანტარა გვეყოლებოდა ერთი, პლიუს კუენკას ექნებოდა დიდი მომავალი. ყველაზე დასტოინად ეგ თამაშობდა, აშკარად ქონდა ინტელექტი. იაპონიის მეორე ლიგაში თამაში არ მოუწევდა 28 წლის ასაკში. მწვრთNელია მთავარი. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, თუნდაც მესი იყო, ხელის შეწყობა გინდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 მარტი 2022 18:55
    3
    1-2სეზონში ახალი იქნება საძებნი და მაგას ჯობია ისევ ბალდემ მიიღოს დრო რამდენი კაი ბიჭი წამოვიდა მარცხენა მცველად და იმის გამო რო არ ენდნენ არცერთს შემოგვაბერდა ალბა და იმათგანაც ვერცერთი გავზარდეთ განა გიჟი იყო პეპი სერხი რობერტო ბარტრა და მონტოია კუენკებს რო ააძლევდა დროს. რო გაჩერებულიყო კიდე რამდენიმე სეზონი სუყველას უკეთეს მოთამაშედ ჩამოაყალიბებდა. ოდიდგანვე ასე იყო თუ არ ენდე და არ ათამაშე ნებისმიერი ტალანტი შეილება გააფუჭო. პედრი ნიკო გავი აბა ისევ ბ გუნდში ისხდნენ ან აქ სკამზე და თვეში 10 15 წუთს თამაშობდნენ. ან თავის დროზე იაია მყავს რა ბუსკეციო ეთქვა პეპს სად იქნებოდა ეხლა სერხიო
    გულშემატკივარი [?]
    #5 28 მარტი 2022 18:50
    2
    თუ გვინდა მარცხენა მცველი მაშინ მოიყვანონ ახალგაზრდა, ბებერი ხომ ალბაც გვყავს, ეს რაღად გვინდა, რა თქმა უნდა ვაფასებ ამის გამოცდილებას, მაგრამ ალბას დღეს ეს ვერაფრით სჯობს, მეეჭვება ვინც გინდა მოიყვანონ ალბას აჯობოს, თუ ტეო ერნანდესი არ მოიყვანეს.
    წევრი [?]
    #4 28 მარტი 2022 18:47
    1
    უნდა ვცადოთ რომ მაქსიმალურად ახალგაზრდებით დავაკომპლექტოთ გუნდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 მარტი 2022 18:45
    0
    რაღაცნაირი უმარილო ფეხბურთელია, ხასიათის ფეხბურთელია არ არის სტაბილური თუმცა შეტევაში უყვარს წასვლა, ჯარიმებსაც არტყმევინებენ. მოკლედ სათადარიგოზე იდეალური იქნება ძირითადზე რა ვიცი. ძირითადისთვის უფრო სოლიდური ვინმე გვინდა.
    ისე რა ამის პასუხია და როგორც იქნა მოვიდა ზაფხულის დრო. გუშინ ევროპამ გადაწია წინ საათები და ეხლა ჩვენთვის შუაღამით რო იწყებოდ თამაშები 23 საათზე დაიწყება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 მარტი 2022 18:34
    1
    ეს ბებრები არ გვინდა, ჩელსიდან ვინმეს მოყვანა თუ გვინდა მიდი აბა და რის ჯეიმსი მოიყვანონ, ან ჰავერცი, კრისტენსენი კი კაია და კარგი ტრანსფერია მაგრამ აზპი და ალონსო ბებრები არიან და მაგათ ჯობია ვინმე ახალგაზრდა მოვიყვანოთ მარჯვნივაც სა მარცხნივაც
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 მარტი 2022 18:33
    6
    არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიყვანონ ეს. კარგი ფეხბურთელია მაგრამ ჩაესვენა ამის მზე უკვე. ალბა ყოველთვის ჯობდა და ახლაც ჯობს ასე რომ, ალბათ არც მოვა და არც უნდა მოვიდეს.