პედრი: ინიესტასთან შედარება მაბედნიერებს

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი გონსალესი საინტერესო საკითხებზე საუბრობს:
იმ სტილის გამო, რომლითაც "ბერნაბეუზე" ვითამაშეთ, "რეალთან" 4-0 მოგება არასდროს დამავიწყდა. კარგად ასპარეზობა გვსურდა და ბედნიერები ვართ, რომ ასეც მოხდა.
ჩავი ყოველთვის მეუბნება, რომ წინ ავიწიო, რადგან ნებისმიერ გადმოვარდნილ ბურთსა და მოქმედებას, შესაძლოა, გოლი მოჰყვეს. მას ყურადღება უნდა მივაქციო, რადგან აბსოლუტურად მართალია. ასე გუნდის დახმარება შემიძლია.
კუმანთან ვალში ვარ, რადგან ის პირველივე წუთიდან მენდო. ნიდერლანდელის ძალიან მადლიერი ვარ. კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ, საქმეები გეგმის მიხედვით არ წავიდა. ახლა კი, ჩავი გვყავს, რომელიც ბრწყინვალედ მუშაობს.
ინიესტასთან შედარება მაბედნიერებს და მომწონს. ის, რაც ანდრესმა "ბარსასა" და ესპანეთის ნაკრებისთვის გააკეთა, სიგიჟეა. ასე რომ, მასთან შედარება მოტივაციას მაძლევს და მიმანიშნებს, რომ კარგად ვთამაშობ.
ლუის ენრიკემ პირველივე მომენტიდან ნდობა გამომიცხადა - ფეხბურთელისთვის, რომელიც ახალ გარემოში ხვდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლუჩოს მადლობა უნდა გადავუხადო.
მოედანსა თუ მის მიღმა, ლეოსთან დიდებული დრო გავატარე. ის შესანიშნავი ადამიანია და ვიმედოვნებ, "ბარსელონაში" დაბრუნდება. მესისთან ერთად თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე - ბრწყინვალე გრძნობაა, როცა მისი თანაგუნდელი ხარ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]