2 გოლი, 2 ასისტი - ბარსელონელთა სანაკრებო მონაგარი

2 გოლი, 2 ასისტი - ბარსელონელთა სანაკრებო მონაგარი

დღეს ევროპულ საფეხბურთო მინდვრებზე სანაკრებო ამხანაგური შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა "ბარსელონას" არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო.

ესპანეთი-ალბანეთი 2-1

ბარსელონაში ესპანეთმა ალბანეთს უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 2-1 მოიგო.

"ფურია როხას" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ერიკ გარსია, პედრი, გავი და ფერან ტორესი. გარსიამ, ტორესმა და პედრიმ სრულად ითამაშეს, ხოლო გავიმ მოედანი 64-ე წუთზე დატოვა. ტორესმა ერთი გოლი გაიტანა, ხოლო თამაშში 64-ე წუთზე ჩართულმა ჟორდი ალბამ დანი ოლმოს გამარჯვების გოლი გაატანინა.

სტუმარ გუნდში 84-ე წუთზე გამოჩნდა რეი მანაი, რომელიც "ბარსელონადან" "სპეციაშია" განათხოვრებული.

ნიდერლანდები-დანია 4-2

"ბარსელონელებმა" თავი ამჯერადაც გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინეს. 37-ე წუთზე მემფის დეპაიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, 71-ე წუთზე კი ფრენკი დე იონგის კარგ თამაშს ბერგვეინის ლამაზი საგოლე დარტყმა მოჰყვა.

დეპაიმ მოედანი 77-ე წუთზე დატოვა, დე იონგმა კი სრულად ითამაშა.

გერმანია-ისრაელი 2-0

მშრალად მოგებულ შეხვედრაში გერმანიის ნაკრების კარს პირველ ტაიმში "ბარსელონელი" მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იცავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 მარტი 2022 18:12
    1
    ოღონდ ეხლა არავინ დაგვეტრამვოს, სევილიასთან 3 ქულა გვჭირდება. მოვიდა დრო ჩვენს მინიმუმს დავუბრუნდეთ სატურნირო ცხრილში.
    გულშემატკივარი [?]
    #6 27 მარტი 2022 12:15
    1
    Ამათი გოლები არ მაინტერესებს. Მთავარია ტრავმა არ მიიღონ
    ფანი [?]
    #5 27 მარტი 2022 11:48
    0
    პედრიმ მიიღო ტრამვა და აღარ უნდა დასვენება?
    წევრი [?]
    #4 27 მარტი 2022 11:13
    0
    ტერ შტეგენმა ტაიმი რატო ითამაშა?
    Culé [?]
    #3 27 მარტი 2022 10:34
    2
    ბარსელონელების აღზევების დრო მოვიდა თავის სათქმელს ნაკრებშიც იტყვიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 მარტი 2022 03:49
    1
    ხო მიდით ამოხადეთ სული პედრის არაფრის მომცემ ამხანაგურებში. რატო შეიყო ამ ენრიკემაც ვერ გავიგე რა აუცილებელი იყო მთელი 90 წუთი რო აპახავა ალბანეთთან ტორესმა ალბათ ერთი 200 გამაზა აბა ალბანეთს ძლივას რო მოუგებ. დეპაიც რაზე ისე გაიტანდა თამაშიდან. შტეგენის არ გაშვებამ გაასწორა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 მარტი 2022 02:22
    4
    კარგია, რომ ტორესმა გოლების გატანას უმატა;
    ასე განაგრძე...