ტონი ჟუანმარტი პოტენციურ ტრანსფერებსა და ბარსელონაში მიმდინარე მოვლენებზე

ცნობილი კატალონიელი ჟურნალისტი, ტონი ჟუანმარტი "ბარსელონას" გარემო არსებულ მოვლენებზე საუბრობს.
🇵🇱 | რობერტ ლევანდოვსკი "ბარსასთვის" რეალური კანდიდატურაა. კლუბში პოლონელს ბევრი აფასებს და მისი მიყვანა სურს, მიუხედავად იმისა, რომ რობერტი ახალგაზრდა აღარაა.
🇪🇬 | მეორე ვარიანტი მოჰამედ სალაჰია, თუმცა, სავარაუდოა, რომ ლევანდოვსკის შეძენა უფრო იაფი დაჯდება.
🇪🇦 | ფეხბურთელი, რომელმაც ჩავი ყველაზე მეტად გააოცა, პედრია, რასაც მწვრთნელი არ მალავს. ერნანდესი ახალგაზრდა მოთამაშით აღფრთოვანებულია.
🇧🇷🇲🇫🇪🇦 | "ბლაუგრანამ" ჯერ არ იცის, დემბელესა და ტრაორესთან დაკავშირებით რა მოხდება. კლუბი რაფინიას ყიდვით ნამდვილად ინტერესდება, თუმცა, მომავალში, შესაძლოა, სხვა ვარიანტებიც გამოჩნდეს. გუნდი დაცვის გაძლიერებაზეც მუშაობს.
🇪🇦 | ამ მომენტში, "ბარსელონა" სერჟი რობერტოსთვის არანაირი შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს.
🇧🇷 | გასულ ზაფხულში "ვილიარეალი" ნეტუთი ინტერესდებოდა, მაგრამ, პრობლემას ბრაზილიელის ხელფასი ქმნიდა. მურარას, სათამაშო დროის მისაღებად, წასვლა სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. "ბარსელონას" მიზანი ნეტუს გაყიდვაა, რის შემდეგაც გადაწყვეტს, შანსი ინიაკი პენიას მისცეს თუ ახალი მეკარე მოიყვანოს.
🇳🇴 | "ბარსა" ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი - კლუბში იციან, რომ მათი შეთავაზება "მანჩესტერ სიტის" წინადადებას ვერ შეედრება. ნორვეგიელის შესაძენად "ბლაუგრანაში" ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და, ასევე, CVC-სთან შეთანხმება დროზე გაფორმდეს. ტრანსფერი შეუძლებელი არაა, მაგრამ ძალიან რთული იქნება.
🇲🇫 | "ბარსელონასა" და დემბელეს შორის მთავარ პრობლემას ფული წარმოადგენს. უსმანი ჩავის მოსვლის შემდეგ უბედნიერესია. კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის შეხვედრა გაიმართება, მაგრამ შეთანხმება მარტივი არაა - მხარეები, ფინანსური კუთხით, ძალიან განსხვავებულ პოზიციაზე არიან.
მართალია, რომ ზამთარში 24 წლის შემტევის დარჩენა წარმოუდგენლად ჩანდა, მაგრამ ახლა ამის 20%-იანი შანსი მაინც არსებობს.
🇪🇦🇺🇾 | გავი და რონალდ არაუხო კონტრაქტს გაახანგრძლივებენ. მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საკუთარ ინტერესებს იცავენ. კლუბი მათ შესანარჩუნებლად მეტ ძალისხმევას გაიღებს, რასაც ფეხბურთელები მიიღებენ. ამ წუთისთვის, ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან უფრო ახლოს გავია.
👥 | გუნდის გასახდელ ოთახში ატმოსფერო ძალიან კარგია - ჩავი თავის საქმეს თავს იდეალურად ართმევს და გამოცდილი ფეხბურთელები დიდ როლს ასრულებენ. ამ კუთხით, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარება რთული იყო.
ახალგაზრდები ბედნიერები და მოტივირებულნი არიან. გუნდში ერთმანეთს ყველა შესანიშნავად უგებს.
ჩავიმ გასახდელი ოთახის ხასიათი მკვეთრად შემოატრიალა.
🥅🏃♂️⚽️ | ჩავიმ ბევრი რამ შეცვალა - სავარჯიშო სესია, გუნდის ადრე შეკრება და ა.შ. ყველაზე მთავარი რამ კი მოთამაშეებთან ინდივიდუალურად გასაუბრებაა, რათა მათ თავი მნიშვნელოვან წევრებად იგრძნონ. ვინც ვარჯიშზე თავს კარგად გამოიჩენს, შანსს მიიღებს.
ჩავი თავმდაბალი და პოზიტიური პიროვნებაა. ის არასდროს ნერვიულობს და თავის შეგირდებს ეუბნება, რომ მათ ენდობა. ერნანდესი ძალიან ბევრს მუშაობს.
ახლა სესიები განსხვავებულია - მოთამაშეები უფრო მეტს დარბიან, იტვირთებიან და ვარჯიში უფრო ინტენსიურია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]