დემბელეს ბარსას შეთავაზების მისაღებად დრო ამოეწურა

დემბელეს ბარსას შეთავაზების მისაღებად დრო ამოეწურა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დემბელეს "ბარსელონას" შეთავაზების მისაღებად დრო უკვე ამოეწურა. იმ შემთხვევაში, თუ ფრანგ ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" დარჩენა სურს, პირველი ნაბიჯის გადადგმა ახლა სწორედ მას და თავის აგენტს მოუწევთ. 

როგორც ცნობილია, კლუბი არ აპირებს, რომ 24 წლის მოთამაშეს ხელფასის სახით დიდი თანხა გადაუხადოს. ასევე, რამდენიმე დღის წინ Sport-მა გაავრცელა ცნობები, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გასახდელი ოთახი დემბელეს კლუბში დარჩენის მომხრეა. 

ჟოან ლაპორტა დემბელეს სიტუაციასთან დაკავშირებით შემდეგ  კომენტარს აკეთებს:

დემბელე კარგი ბიჭია, მას ჩვენთვის პრობლემები არ შეუქმნია. "ბარსაში" თამაშის პერიოდში უსმანის საუკეთესო ვერსიას ვხედავთ. ჩვენს შეთავაზებას ვადა გაუვიდა, მან გახანგრძლივებაზე უარი თქვა. შეიცვლის თუ არა ის აზრს? ვნახოთ. ჩვენ ახალ სახელფასო დონეს ვადგენთ, რომელზე შეგუებაც ყველას მოუწევს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 მარტი 2022 22:04
    0
    თუ დემბელეს არ შეუქმნია პრობლემა, მაშინ ვინ შექმნა?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 მარტი 2022 18:52
    1
    დავიჯერო მართლა ვერ ხვდებიან ესენი რო კაცს ჩემოდანი ჩალაგებული აქვს? წავა უფასოდ, მაგრამ რას მიაღწევს არვიცი. ინგლისში სადაც ფლანგზე სირბილი და მერე საჯარიმოში ჩაწოდებებია თამაშის წესი მაგისთვისაა ზედგამოჭრილი, ოღონდ ერთხელ რო გაექცევა მცველს მეორეზე უკვე ფეხს მოტეხავენ. და მაგის ტრამვიანობა რო ვიცით მაგრა დაერხევა.
    ფანი [?]
    #5 27 მარტი 2022 11:33
    0
    ეს თუ წავა ფერანი მარჯვნივ და ფატი მარცხვნივ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 მარტი 2022 20:53
    0
    მალკოლმის გაყიდვა რა კარგი ნაბიჯი ყოფილა ზენიტის ბრაზილიელებს არცკი უფიქრიათ სანკტ-პეტერგბურგის(ლენინგრადის) დატოვება smiley smiley smiley
    Culé [?]
    #3 26 მარტი 2022 20:37
    0
    ციტატა: shu1987
    ჩემი აზრით 100% ეს წამსვლელია, ასე რომ აუცილებლადაა მოსაყვანი ამის შემცვლელი თორე ადამაზე დაყრდნობა სისულელე იქნება მითუმეტეს ადამას გამოსყიდვაც არ სურთ, ენტონი კია კარგი თუმცა ძვირს აფასებენ და აქ რას იზამს არ ვიცით დიდი სასწაული შედეგები მაგას არ აქვს, ჰალანდი აუცილებელია და სალაჰზე მიდის ბაზარი თუ მოიყვანეს ჩავთვალოთ წინ იქნება სასწაული შედეგიანი შემტევი ხაზი..

    სალაჰი და ჰოლანდი ერთად არ მოვლენ, სალაჰი ზღაპარი მგონია და ჰოლანდი კიდე რა ვერ შეიგნეთ რომ არ გვინდა😑😑
    ფანი [?]
    #2 26 მარტი 2022 20:28
    0
    წასვლის დროა
    Culé [?]
    #1 26 მარტი 2022 18:47
    2
    ჩემი აზრით 100% ეს წამსვლელია, ასე რომ აუცილებლადაა მოსაყვანი ამის შემცვლელი თორე ადამაზე დაყრდნობა სისულელე იქნება მითუმეტეს ადამას გამოსყიდვაც არ სურთ, ენტონი კია კარგი თუმცა ძვირს აფასებენ და აქ რას იზამს არ ვიცით დიდი სასწაული შედეგები მაგას არ აქვს, ჰალანდი აუცილებელია და სალაჰზე მიდის ბაზარი თუ მოიყვანეს ჩავთვალოთ წინ იქნება სასწაული შედეგიანი შემტევი ხაზი..