სერხიო აგუერო: ჩავის მოსვლის შემდეგ ბარსელონამ დიდი პროგრესი განიცადა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ამ სეზონის მიმდინარეობისას დაასრულა, კატალონიურ გრანდზე საუბრობს:
ჩავის მოსვლის შემდეგ "ბარსამ" დიდი პროგრესი განიცადა და კლუბის განსხვავებული სტილი სანახაობას კვლავ გვთავაზობს. დიდი ხანია არაა, რაც ერნანდესი "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობს, მაგრამ, მისი გავლენა უკვე შესამჩნევია.
ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტალანტი, რომლებსაც უდიდესი პოტენციალი აქვთ, გაბრწყინებას იწყებს - პედრი, გავი, ანსუ, ნიკო... თუ ამას ვეტერანებსა და მომავალ ტრანსფერებსაც დავამატებთ, ოცნება კვლავ დიდი იქნება.
ამიტომ, რატომ არ უნდა ვიფიქროთ ევროპა ლიგის მოგებაზე?
ლეგენდარულმა არგენტინელმა "ბარსელონაში" 5 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოასწრო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]