ინტერვიუ ჟერარ პიკესთან

ინტერვიუ ჟერარ პიკესთან

Barça TV, კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელთან, ჟერარ პიკესთან ინტერვიუს წერს:

"ბარსელონას" მაისურით 600 მატჩის ჩატარება უმნიშვნელოვანესი რამაა. ეს მანიშნებს, რომ ასაკი მემატება, თუმცა, საოცნებო კარიერა მაქვს.

ჩვენი DNA ჩვენი კლუბის ისტორიაა. "ბარსას" სტილი და ღირებულებები მუზეუმში კარგად ინახება.

ჩემი პრეზენტაციის დღე კარგად მახსოვს, რადგან ამ დღეს ოცნება ამიხდა. გუნდი 17 წლის ასაკში დავტოვე, მაგრამ, 21 წლის ასაკში ამ კლუბში ხანგრძლივი კარიერის გასატარებლად და ბუცების ლურსმანზე დასაკიდებლად დავბრუნდი.

რომში მოპოვებული ტრებლი? მატჩის დროს არასდროს მინერვიულია. ეს ფინალი მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემი ყოფილი კლუბი იყო და მათ ბევრ მოთამაშეს ვიცნობდი. თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოვიგებდით, ტრიპლეტს პირველად დავისაკუთრებდით.

იმ ვიდეოს შემდეგ, რომელიც გვარდიოლამ გვაჩვენა, მოედანზე მოტივირებულნი გავედით. მიზნის მიღწევაში ეტო'ოს გოლი დაგვეხმარა. თუ "ბარსაში" დაბრუნება ჩემი ოცნება იყო, მეორე ოცნება ამ კლუბთან ერთად სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგება გახლდათ.

2011 წელს, "უემბლიზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩემს კარიერაში საუკეთესო მატჩია - სრულყოფილი შეხვედრა ჩავატარეთ. თუ ერთი მატჩის არჩევა მომიწევს, ის სწორედ 2011 წლის ფინალი იქნება.

2015 წლის ტრებლი საუკეთესოა, რომელიც ოდესმე ისტორიაში მინახავს. იანვარში "ანოეტაზე" თამაში ("რეალ სოსიედადის" სტადიონი) გადამწყვეტი მომენტი იყო - მას შემდეგ მატჩი თითქმის არ წაგვიგია. ამ წელს, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე რთული მეტოქები შეგვხვდნენ - ევროპის წამყვანი ლიგების ჩემპიონები.

"ლივერპულთან" მატჩის დავიწყება ყველას სურს. ეს შეხვედრა მანამდე მიღწეულ წარმატებებს ამახინჯებს. 

ვარ თუ არა "ბარსელონას" ლეგენდა? ეს, არა ჩემი, არამედ, ხალხის შესაფასებელია. ჩემთვის, მთელი ეს თავგადასავალი ოცნებაა, რომელიც, ვიმედოვნებ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. 

ყოველთვის ვამბობდი, რომ პუიოლი ჩემთვის ძმასავითაა. მან დიდი სიყვარულით მიმიღო და ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. კარლესთან თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა - ერთმანეთს კარგად ვავსებდით.

"რეალის" 5-0 განადგურება? მახსოვს დღე, როცა მათ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა - "ინტერით" ტრებლი მოგების შემდეგ, ის გმირად შერაცხეს. რა თქმა უნდა, მადრიდელებს ჩვენი დამარცხება სურდათ, მაგრამ, დაუვიწყარი მატჩი ჩავატარეთ.

"ელ კლასიკოში" 6-2 გამარჯვება კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. დიახ, კარიერაში ფავორიტი გოლი ამ მატჩში გავიტანე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 მარტი 2022 22:51
    1
    პიკუიე კაი ტიპია, პოზიტიური.
    როგორც მცველი საიმედო, მიუხედავად ასაკისა.
    Culé [?]
    #6 25 მარტი 2022 22:27
    0
    ლეგენდა <33 nika 54,
    გეთანხმები იმენა პიკე რო არაა დაცვაში ძაან ვნერვიულობ ხოლმე :დდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 მარტი 2022 22:22
    0
    მესიზე რომ იყავი გადაკიდებული და ზედიზედ ლიგის მოგების შანსები რომ გაუნიავე, ეს არაფერი ხომ შე ....ო!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 მარტი 2022 19:23
    1
    ამან მოიგო ხო პირველმა ლიგა ზედიზედ? თუ არ ირიცხებოდა იმ სეზონში მანცეში. მიდი პიკე შეუბერე ჯერ კიდე გვჭირდები. კარიერას რო მორჩები კიდე არ დაიზარო და ჩამოსვი ლაპორტა სავარძლიდან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 მარტი 2022 18:02
    0
    რათქმაუნდა გუნდის ლეგენდაა და ბარსას ფორმაციასაც იდეალურად ერგება, საოცნებო კარიერა აქვს პიკეს და გული მიგრძნობს რომ ამ წლის ბოლოს დაასრულებს კიდეც კარიერას, ხოდა არანაკლებ კარგი გაცილება უნდა მოვიწყოთ როგორც ინის და ჩავის მოვუწყვეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 მარტი 2022 17:39
    1
    დაბერდა და მაინც ეს რო არ არის ყველას გვეშინია, არაუხოს იმედიც კი არ გვაქვს ბოლომდე.
    Culé [?]
    #1 25 მარტი 2022 17:25
    1
    შიკირიჩი ფორმაშია 😃