ბარსელონა მზადაა, ლევანდოვსკის სანაცვლოდ 60 მილიონი გადაიხადოს | Sport

ბარსელონა მზადაა, ლევანდოვსკის სანაცვლოდ 60 მილიონი გადაიხადოს | Sport

"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს. 

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ზაფხულში პოლონელის ხელში ჩასაგდებად დიდ ძალისხმევას გაიღებს. "ბარსა" ტრანსფერს 50 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა 60 მილიონის გადახდაზეც თანახმაა.

კატალონიური გამოცემის მტკიცებით, "ბაიერნს" ლევანდოვსკის შემცვლელი ჯერ არ მოუძებნია, რის გამოც მიუნხენელებთან მოლაპარაკების დაწყება მარტივი არ იქნება. თავად ფეხბურთელთან შეთანხმება კი რთული არ უნდა იყოს, ვინაიდან მისი აგენტი, პინი ზაჰავი ჟოან ლაპორტას მეგობარი გახლავთ.

ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც ზაფხულში 33 წლის ფეხბურთელის წასვლის შანსები დიდია.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 25 მარტი 2022 17:22
    1
    ამის პასუხად ჩავიმ იყვირა, არიქა დროზე ის ბერზეკერი მომიყვანეთო;
    ვიკინგი ყველაზე უფრო განსხვავებული სტილის 9-იანი იქნება გუნდში მათგან, ვისაც აქამდე უთამაშია;
    და სათამაშო სქემაშიც მრავალფეორვნების შეტანა იქნება მოსახერხებელი, ეს, ანსუ და ობამა განსხვავებული სტილის 9-იანებია
    და კიდევ ერთი: რატომ 60 მილიონი?! ბავარია ფულს აგროვებს ბერზეკერის გადასაბირებლად;
    თუმცა ყველაზე უფრო მეტის გადამხდელი ისევ შეიხია; აუქციონს ის მოიგებს თუ საქმე მხოლოდ ფულში იქნა
    Culé [?]
    #17 25 მარტი 2022 17:15
    0
    ეს თუ მართლა ასე მოხდა ორი მხარეა : 1) ბარსა არაფერს წააგებს პირიქით უძლიერეს შემსრულებელს დაიმატებს მაქსიმუმ ორი წლით(მერე ასაკი თავისას გააკეთებს), 2) ლაპორტაც კაი ფულისტი გამოდის აგენტებს ვისთანაც ურთიერთობა აქვს ყველას ფული უყვარს და ალბათ წილის თემაა რაა, ისე მე მაინც ჰალანდის ტრანსფერი მინდა ჩავიც ჰალანდს ითხოვს იცის მაესტრომ იცის
    Culé [?]
    #16 25 მარტი 2022 17:08
    0
    60 ბევრია ნამეტნავად
    [?]
    #15 25 მარტი 2022 16:06
    0
    20 ის მეტს ლაპო არ გადაიხდის. ისე კი ძვირია 60 სტარიკში მარა ოქროს ბურთის მფლობელზე ვლაპარაკობთ მაინც 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 25 მარტი 2022 16:00
    1
    არგონია ჩავი სულელი იყოს და 34 წლის ლევანაში 60 ლიმონი გადაიხადოს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #13 25 მარტი 2022 15:56
    1
    რავიცი, ძაან კაია მაგრამ 34 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი,+ 20 მლნ წელიწადში არის სრული აფსურდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 25 მარტი 2022 15:39
    3
    ლაპორტ, მოეშვი ბართომეუობას!!!
    ფანი [?]
    #11 25 მარტი 2022 15:36
    2
    ობა გვყავს 32 წლის და ეს რაღად გვინდა, 30-მდე რომ იყოს მესმის, მაქსიმუმ 2 წელში ჩაესვენება ამის მზეც და სისულელეა 60 მილიონის გასროლა ამაში, პლიუს ხელფასი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 მარტი 2022 15:35
    1
    რა 60 მილიონი ხომ არ აღაჟღაჟებთ ამათ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 25 მარტი 2022 15:19
    1
    თავად ფეხბურთელთან შეთანხმება კი რთული არ უნდა იყოს, ვინაიდან მისი აგენტი, პინი ზაჰავი ჟოან ლაპორტას მეგობარი გახლავთ.
    დაიწყო ისევ ზღაპრები? რაიოლა არ არის ლაპორტას მეგობარი? თუ იჩხუბეს და ჯერ ვერ გავიგეთ. გაიგეთ ადამიანებო მეგობრობა და ბიზნესი დალაგებულ ქვეყნებში განცალკევებული თემებია.
    თუ ქართული ჯიგრული პონტით გგონიათ იქ მუშაობენ?
    ფანი [?]
    #8 25 მარტი 2022 14:58
    2
    ამ ასაკის ფეხბურთელში თუ 50 მილიონი მაინც გადაიხადეს ზნაჩიტ იდიოტი გამხდარა სიბერეში ლაპორტა და ვერ ვართ კარგ დღეში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 მარტი 2022 14:32
    1
    რა 60 მილიონი joy joy joy მორიგი ზღაპარი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 მარტი 2022 13:57
    1
    60 მილიონი მაქსიმუმ 2წელში და თან არც ესმოითხოვს პატარა ხელფასს ლაპორტ დედიშენისა არა ჭამო უახლოეს მომავალში კიდე გექნება საჩალიჩო დამაშინ ან გეწნება ფული ან არა პლიუს მაგას ახალ გუნდში იქნებიან სხვები და დამასკდები ერთ ადგილას პატარაზე ფეხი თუ დაგიცდა პიკე დაგიხევს. შენ ხო არ დაგავიწყდა იმ მაგარი ბარსას გამოც ვერ გახდი კიდე პრეზიდენტი და ეხლა მითუმეტეს
    ფანი [?]
    #5 25 მარტი 2022 13:54
    1
    ბიჭო კილიანი უმაგრესია რაზეა ბაზარი, ისიც მესმის რო ეს ფანობა არ წყვეტს ყველაფერს, როგორც ქვემოთ დაიწერა აგერ მოდრიჩის და ისკოს მაგალითზე, მარა ეს მბაპე იმენა ზედ ან.ევს მადრიდზე და რონალდოზე, ფაქტია უყვარს რეალი და აგერ ამ ზაფხულს ფაქტოირაფ გადაწყვეტილია ამის ტრანსფერი, ამიტო არ გვინდა აქ რეალზე მძრ.ელები.
    Culé [?]
    #4 25 მარტი 2022 13:47
    2
    ესენი ხომ არ გამოსლევდნენ? არა მგონია მართალი იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 მარტი 2022 13:47
    2
    ჰაჰა, სრული აბსურდი, 34 წლის კაცში 60 მილიონს პსჟ და სიტიც კი არ გადაიხდის🤣🤣
    Culé [?]
    #2 25 მარტი 2022 13:46
    2
    99% ტყუილი სტატიაა
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #1 25 მარტი 2022 13:45
    4
    34 წლისაში თუ 60 მილიონს იხდიან ჯობს დახურონ გუნდი, სტადიონი მოხნან და სიმიდნი დათესონ laughing