ადამა ტრაორეს ბარსელონაში დარჩენა რთული იქნება

ადამა ტრაორეს "ბარსელონაში" მომდევნო სეზონში დარჩენა რთული იქნება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონა" ტრაორეში ფულის გადახდას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიტოვებს, თუ "ვულვზი" ესპანელს ფრანსიშკუ ტრინკაუში გაცვლის.
ახლახან Mundo Deportivo-მ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ინგლისელები იჯარით აყვანილი ტრინკაუს გამოსყიდვას არ აპირებენ. ვინაიდან "ბარსა" ადამაში წინასწარ განსაზღვრული 30 მილიონის გადახდას არ გეგმავს, კატალონიელებს ფეხბურთელის მომდევნო სეზონში შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.
ფინანსურის გარდა ტრაორეში თანხის გადახდის მიზეზი სპორტულიცაა. ბოლო დროს ესპანელი გარემარბი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ამას კატალონიაში დაბრუნებიდან პირველ მატჩებში აკეთებდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]