ბარსელონა ბენიატ ტურიენტესითა და ხონ კარიკაბურუთი ინტერესდება

ბარსელონა ბენიატ ტურიენტესითა და ხონ კარიკაბურუთი ინტერესდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" "რეალ სოსიედადის" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით ინტერესდება. 

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი, 20 წლის ნახევარმცველი, ბენიატ ტურიენტესია, რომელსაც ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. ბენიატის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.

მეორე მოთამაშე, რომელსაც "ბარსა" თვალს ადევნებს, ხონ კარიკაბურუა (ამპლუით, - შემტევი). მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს, "სოსიედადთან" ხელშეკრულება კი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული. 

კატალონიურ გრანდში ფიქრობენ, რომ ტურიენტესი და კარიკაბურუა ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები არიან, მაგრამ, მათი შეძენა მარტივი არ იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 მარტი 2022 16:08
    1
    ეგება ჯერ მბაპე, ჰოლანდი და ლევანდოვსკის კონტრაქტები მოგვეგვარებინა, რომლებიც თურმე უკვე მოგვყავს და მერე გვეფიქრა ამ ბენიატ ტურიენტესზე და ხონ კარიკაბურუაზე(ენას მოიტეხავს კაცი, აფსუს ლეო მესი. გინდა გვარით მოიხსენიე გინდა სახელით)
    Culé [?]
    #4 25 მარტი 2022 12:17
    0
    ორივე კუტუაა და ინტერესის იქეთ თუ არ წავა საქმე კაია
    ფანი [?]
    #3 25 მარტი 2022 03:36
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: DesmondHume
    ამდენი ნახევარმცველი და ყველა პერსპექტიული ახალგაზრდა რა უბედურებაა. დაცვას მივხედოთ ჯერ

    გარემარბი უფროა. ორივეს თამაში მინახავს. არ გადავრეულვარ მარა წავა რა. პროსტა ამხელა კონტრაქტი და ამხელა გამოსასყიდი როგორ უნდა დაძლიონ? ალბათ სამომავლოდ უფრო იფიქრებენ როცა მოიხოდებიან პირველ გუნდში ორივე და კონტრაქტშიც ვადა შეუმცირდებათ

    კი ეგრე აჯობებს თორე ისედაც ორივეს საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს და პლიუს 50-60 მილიონის გადახდა ახლა ნაღდად არც შეუძლია კლუბს.
    [?]
    #2 25 მარტი 2022 03:35
    1
    ციტატა: DesmondHume
    ამდენი ნახევარმცველი და ყველა პერსპექტიული ახალგაზრდა რა უბედურებაა. დაცვას მივხედოთ ჯერ

    გარემარბი უფროა. ორივეს თამაში მინახავს. არ გადავრეულვარ მარა წავა რა. პროსტა ამხელა კონტრაქტი და ამხელა გამოსასყიდი როგორ უნდა დაძლიონ? ალბათ სამომავლოდ უფრო იფიქრებენ როცა მოიხოდებიან პირველ გუნდში ორივე და კონტრაქტშიც ვადა შეუმცირდებათ
    ფანი [?]
    #1 25 მარტი 2022 03:07
    0
    ამდენი ნახევარმცველი და ყველა პერსპექტიული ახალგაზრდა რა უბედურებაა. დაცვას მივხედოთ ჯერ