ლილიან ტურამი: ლეო მესის მისამართით სტვენა დაუჯერებელია

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ლილიან ტურამი, Deportes Cope-სთან ინტერვიუში, უსმან დემბელესა და ლეო მესიზე საუბრობს:
დემბელე დიდებული ფეხბურთელია, რომელიც ისეთ დიდ გუნდში უნდა თამაშობდეს, როგორიც "ბარსაა". საბოლოოდ, უსმანი ამაზე დაფიქრდება.
ვფიქრობ, "ბარსელონა" მესის სახლია. პარიზში ყველაფერი სხვაგვარადაა. ლეოს მისამართით სტვენა დაუჯერებელია - ეს ქმედება ნორმალურ ხასიათს არ ატარებს.
ლეგენდარული ფრანგი მცველი "ბლაუგრანაში" 2006-08 წლებში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც, 58 მატჩში მან თავი 1 ასისტით გამოიჩინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]