არონ იააკობიშვილმა ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა

არონ იააკობიშვილმა ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა

დღეს "ბარსელონას" ძირითადი გუნდის წევრებთან ერთად 16 წლის არონ იააკობიშვილმა ივარჯიშა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩავიმ უნგრელი მეკარე სესიაზე იხმო.

სხვათა შორის, იააკობიშვილს ქართული ფესვები აქვს. ის "ბარსელონას" მაისურს 2018 წელს ინფანტილ B-ს რიგებში ჩარიცხვის შემდეგ ატარებს, იქამდე კი 1 წელი "ატლეტიკ სანტში" თამაშობდა. დაახლოებით 1 თვის წინ კი არონმა "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

ამჟამად ახალგაზრდა ტალანტი კადეტ A-ში ასპარეზობს, თუმცა, ჟუვენილ B-სთან ერთად რამდენიმე თამაში უკვე ჩატარებული აქვს. მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მატჩად "დამის" წინააღმდეგ თამაში მიიჩნევა, სადაც კარის მშრალად შენახვა და პენალტის მოგერიება შეძლო. 

Sport-ის თქმით, არონი ფეხით ძალიან კარგად თამაშობს და კარის ხაზზე შესანიშნავი რეაქცია აქვს. ის ინტროვერტია, მაგრამ, მოედანზე ყოფნის დროს, იცვლება და საკუთარი საჯარიმოდან გუნდს ამხნევებს.

"ის უახლოესი წლების ერთ-ერთ დიდებულ მეკარედ მოიაზრება. დაიმახსოვრეთ მისი სახელი", - ამგვარად ასრულებს სტატიას Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 31 მარტი 2022 00:00
    0
    წარმატებები!
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 მარტი 2022 17:05
    0
    მერე ჩვენ რა? უნგრელმა მეკარემ თუ ბარსელონას ძირითად გუნდთან ივარჯიშა. იმის იმედი ხო არ გაქვთ საქართველოს ნაკრებში მოინდომებს თამაშს ებრაელი ფეხბურთელი. არა მგონია ან უნგრეთის მოქალაქეობაზე თქვას უარი ან თუნდაც ისრაელის. ისე სასიამოვნოა რო ქართული ფესვები ქონია.
    Culé [?]
    #6 25 მარტი 2022 08:29
    1
    წარმატებები ქართული ფესვების მატარებელო😍
    Culé [?]
    #5 24 მარტი 2022 19:47
    1
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: shu1987
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: shu1987
    ეს ისეთივე ქართველია როგორი ებრაელიც მე , წარმატებები..

    ;დდ ძაან ცუდი მიდგომაა. არიცით ყველაფერი

    რა არ ვიცი ჩემი მეგვარეა და იმაზე მეტი ვიცი ვიდრე აქ გონია ბევრს ან იწერება, ცუდად არ დამიწერია და წარმატებებს ვუსურვებ.

    მაგაში ვერ შეგედავებით,, რა იცით და რა არა, უბრალოდ სასიხარულოა სულ მცირე და რავი, ცოტა დავაფასოთ

    რათქმაუნდა დასაფასებელია წარმატებები, მე გადატანითი მნიშვნელობით დავწერე 🙂
    რედაქტორი [?]
    #4 24 მარტი 2022 19:27
    1
    ციტატა: shu1987
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: shu1987
    ეს ისეთივე ქართველია როგორი ებრაელიც მე , წარმატებები..

    ;დდ ძაან ცუდი მიდგომაა. არიცით ყველაფერი

    რა არ ვიცი ჩემი მეგვარეა და იმაზე მეტი ვიცი ვიდრე აქ გონია ბევრს ან იწერება, ცუდად არ დამიწერია და წარმატებებს ვუსურვებ.

    მაგაში ვერ შეგედავებით,, რა იცით და რა არა, უბრალოდ სასიხარულოა სულ მცირე და რავი, ცოტა დავაფასოთ
    Culé [?]
    #3 24 მარტი 2022 19:22
    0
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: shu1987
    ეს ისეთივე ქართველია როგორი ებრაელიც მე , წარმატებები..

    ;დდ ძაან ცუდი მიდგომაა. არიცით ყველაფერი

    რა არ ვიცი ჩემი მეგვარეა და იმაზე მეტი ვიცი ვიდრე აქ გონია ბევრს ან იწერება, ცუდად არ დამიწერია და წარმატებებს ვუსურვებ.
    რედაქტორი [?]
    #2 24 მარტი 2022 19:05
    1
    ციტატა: shu1987
    ეს ისეთივე ქართველია როგორი ებრაელიც მე , წარმატებები..

    ;დდ ძაან ცუდი მიდგომაა. არიცით ყველაფერი
    Culé [?]
    #1 24 მარტი 2022 18:57
    1
    ეს ისეთივე ქართველია როგორი ებრაელიც მე , წარმატებები..