სერხიო აგუერო | BARÇA EMOJIS

სერხიო აგუერო | BARÇA EMOJIS

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო, რომელმაც გულის პრობლემების გამო საფეხბურთო კარიერა მიმდინარე სეზონში დაასრულა, კატალონიური კლუბის YouTube არხის რუბრიკაში - BARÇA EMOJIS - თავის ბოლო თანაგუნდელებს შესაფერის ემოჯებს უსაბამებს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ლეგენდამ, რომელმაც "ბარსაში" სულ 5 მატჩის ჩატარება და 1 გოლის ("რეალის" კარში) გატანა მოასწრო, სმაილები გუნდიდან იანვარში წასულ ფილიპე კოუტინიოს, იუსუფ დემირსა და ინიაკი პენიასაც შეურჩია. თუმცა, არ არიან ახალი შენაძენები - დანი ალვესი, ფერან ტორესი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ადამა ტრაორე.

*ვიდეო გასული წლის ოქტომბერშია ჩაწერილი - ფეხბურთელის დიაგნოზამდე რამდენიმე კვირით ადრე.

იხილეთ კუნ აგუეროს არჩევანი:

ტერ შტეგენი - 🍺

ტერ შტეგენით ვიწყებთ... ამ ემოჯის ავირჩევ, რადგან გერმანიაში ბევრ ლუდს სვამენ.

დესტი - 🎁

ის სიურპრიზების ყუთია.

პიკე - 📲

ეს აიპადია... მაგრამ, ჟერის მთელი დღე ტელეფონი უჭირავს.

არაუხო - 💪

რონალდი ძალიან ძლიერი მცველია.

ბუსკეტსი - ✌

ბუსი ძალიან საყვარელი და მშვიდია.

პუჩი - 🍿

რიკისთვის ეს ემოჯი... ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა.

დემბელე - 🚀

უსმანი ძალიან სწრაფია.

დეპაი - 🤙

მემფისს ეს ჟესტი ახასიათებს. 

ფატი - 📣

ეს ანსუს დაბადების დღეს უკავშირდება. თვითონ მიხვდება. 

დემირი - 🎨

ისიც ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ, ამ ემოჯის მივცემ, რადგან რამე დახახტოს.

ბრეითუეიტი - 😜

მას გართობა უყვარს.

ნეტუ - 😇

ნეტუ ანგელოზივითაა.

კოუტინიო - 🎶

კოუტინიოს ბრაზილიური მუსიკა ძალიან მოსწონს.

ლანგლე - 🛀

აბაზანა, არა (იცინის)?

პედრი - 🍔

პედრი ბავშვია, რომელსაც ჰამბურგერი ძალიან უყვარს.

ლ. დე იონგი - 🆒️

ლუკი მაგარია.

ალბა - 🪰

ჟორდი ბუზივითაა - არასდროს ჩერდება. მუდმივად ასეა.

აგუერო - 🎮

საკუთარ თავს ვიდეოთამაშებს დავუკავშირებ, რომელიც კარგად არ გამომდის, მაგრამ, ვცდილობ...

რობერტო - 🥘

სერჟი მოსწონს პაელა? ვფიქრობ, ასე იქნება.

ფ. დე იონგი - 😅

არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ეს იყოს.

მინგესა - 🍳

მინგესა შემწვარ კვერცს ჰგავს.

უმტიტი - 🔥

სამუს შესაბამის ემოჯს ვერ ვხედავ. მაგრამ, ეს იყოს, რადგან უმტიტი ძალიან ბრაზიანია.

გარსია - 🛴

ერიკი მთელი დღის განმავლობაში თავის სკუტერს ატარებს.

პენია - 😈

პენია ეშმაკივით გამოიყურება. ფრთხილად!

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 მარტი 2022 11:04
    1
    უმტიტი მართლა ბრაზიანია, ერთხელ მახსოვს(მაგარი რო იყო) შტეგენმა თავის სტილში მიჰქარა და ამან შტეგენის საკუთარ კარზე წამოწყებული შეტევა რო მოიგერია კუთხურზე, მივარდა და ისე უბღვერდა მუშტებშეკრული მეგონა ეხლა მოსდებს მეთქი სიფათში. სანამ შტეგენმა არ მოიბოდიშა ესე პირისპირ ედგა და იჭმუხნებოდა. სწორედ მაშინ გამახსენდა პუიოლის გამომეტყველებები როცა ძაან ბრაზდებოდა ხოლმე თანაგუნდელების დებილურ ქმედებებზე.
    ფანი [?]
    #3 24 მარტი 2022 10:56
    1
    ძველი გადაღებულია ალბათ, მინგესაზე მაგარი გააძრო, შემწვარ კვერცხს გავსო
    Culé [?]
    #2 24 მარტი 2022 09:48
    0
    სირობა 😃
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 მარტი 2022 00:19
    1
    რა ჯიგარია 😂 რა შედარებები გააძრო ტიპმა 😂. ახლა არგვიჭირს შეტევაში, მაგრამ ვფიქრობ თავის ადგილს დაიმკვიდრებდა, რომარა გულის პრობლემები.