რაფაელ იუსტე: შეგვიძლია, დემბელეს აგენტებს შევხვდეთ

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, რაფაელ იუსტემ კატალონიის რადიოსთან ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
ჩვენ შეძლებისდაგვარად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა გავი და არაუხო შევინარჩუნოთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ფეხბურთელები გუნდში ბედნიერები არიან.
თუ დემბელე თავს კვლავ კომფორტულად იგრძნობს, შეგვიძლია, მის აგენტებს შევხვდეთ და მას შეუძლია, გუნდში დარჩეს.
უკანასკნელი ცნობებით, "ბარსელონა" გავისა და რონალდ არაუხოს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა მათი პრიორიტეტი კლუბში დარჩენაა და შეთანხმება მოსალოდნელია. რაც შეეხება დემბელეს, ჩავის აქტიური მხარდაჭერისა და კარგი თამაშის ფონზე, უსმანს "ბარსასკენ" გული მოუბრუნდა. მედიაში არ გამორიცხავენ, რომ ფრანგმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ამის ჩავი ერნანდესსაც სჯერა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]