ჩავის ინოვაციური 4-3-3 - როგორ ყალიბდება ახალი ბარსელონა?

ჩავის ინოვაციური 4-3-3 - როგორ ყალიბდება ახალი ბარსელონა?

"სწორ გზაზე ვდგავართ", - თქვა პრეზიდენტმა ლაპორტამ გასახდელ ოთახში, სუპერ თასზე "რეალთან" წაგების შემდეგ, - "ჩვენ მხოლოდ მოგება დაგვაკლდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თუ ასე გავაგრძელებთ, შედეგი აუცილებლად მოვა".

ფანების ნაწილისთვის, "ელ კლასიკოს" წაგების შემდეგ ფეხბურთელების შექება სასაცილო იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მცირე ცვლილება შეინიშნებოდა რონალდ კუმანისა და ჩავის გუნდს შორის იმ დროისთვის. 

მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში გამართული "კლასიკოდან" 13 მატჩის (12 მათგანში გუნდი არ დამარცხებულა და უმეტესობა მოიგო) შემდეგ, დამტკიცდა, რომ ლაპორტა მართალი იყო. უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელმაც "ბლაუგრანა" ლეო მესის წასვლით მიღებული შოკიდან ახალი პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში გადაიყვანა, სწორედ იანვრის "ელ კლასიკო" იყო.

გუნდის სიძლიერის რეიტინგი:საქმე მხოლოდ ის არ იყო, რომ "ბარსამ" იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც 3 წელი დამარცხებული არ ჰყავდა, 120 წუთი ღირსეულად იბრძოლა. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა, მაგრამ, მთავარი რამ ჩავის სათამაშო ფორმაცია იყო. გუნდმა 4-3-3 სქემით ითამაშა, რომელიც, ჩავის მოსვლის დღიდან, "ბლაუგრანელთა" ფავორიტი ფორმაციაა. დანი ალვესმა 2016 წლის შემდეგ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური პირველად მოირგო. "ბარსელონას" ჰქონდა მეტი დარტყმა, უკეთესი პასები, ბურთის ფლობა - ისე, როგორც კატალონიელებს საუკეთესო პერიოდებში ახასიათებდათ.

სქემის ცვლილებებიიანვარში გამართულ "კლასიკოში" გამოჩნდა ის გეგმა, რომლის წყალობითაც, გუნდი ახლა შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა, თუ დეტალურად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ეს ტაქტიკა არ იყო იმის მსგავსი, რომლითაც თამაში ჩავის ფეხბურთელობის დროს უწევდა. მოცემული ტაქტიკა ყველაზე მეტად გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისას" ჰგავს, მაგრამ, ეს ზუსტი შედარება მაინც არაა.

განვიხილოთ ის შესამჩნევი ცვლილებები, რომლებიც ჩავიმ თავისი "ბარსელონას" თამაშში შეიტანა.

ცენტრალურმა ნახევარმცველებმა მოძრაობა დაიწყეს

ჩავის ინოვაციურ 4-3-3-ში მთავარი სიურპრიზი ისაა, რომ მისი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველები არაჩავური გზით მოქმედებენ.

ფეხბურთელის რანგში, ჩავი ბურთიანად ძალიან ხშირად იყო. როცა "ბარსას" ტყავის სფერო უკნიდან ამოჰქონდა, ერნანდესი მის მისაღებად სიღრმეში ჩამოდიოდა, დასახულ მიზანს კი ბურთის პატარა სივრციდან თანაგუნდელისთვის უფრო დიდ სივრცეში გადატანა წარმოადგენდა. ჩავი სივრცეს არ ქმნიდა - ის მას პოულობდა.

"ბარსელონას" ამჟამინდელ უნიჭიერეს შუახაზელებს ასე (ან ამასთან მიახლოებულად) თამაში შეუძლიათ, მაგრამ სულ სხვა სცენარს ვხედავთ. იმის ნაცვლად, რომ ნახევარდაცვა გვარდიოლას "ბარსას" სტილში გადატვირთონ, ჩავის გუნდი ცდილობს, ბურთი მოედანზე რაც შეიძლება ვრცელ ზონაში ამოძრაოს და სტადიონის თითოეული ნაწილი დაიკავოს. ერნანდესის 4-3-3-ში ცენტრალური ნახევარმცველები დამხმარე შემტევებად, სივრცის შემქმნელებად და ბურთის მიმტანებად გვევლინებიან.

გუნდის ერთ-ერთი იარაღი ნახევარმცველის შერბენებია - ეს შეტევის მეორე ფაზაში ხდება, როცა "ბარსელონა" მეტოქის ზეწოლას თავს აღწევს, მაგრამ, იქამდე, სანამ გუნდი თავდასხმაზე გადადის.

როდესაც ბურთი უკანა ხუთეულს (მეკარე, მცველები და საყრდენი) შორის მოძრაობს და იმ მოთამაშეს (ძირითად შემთხვევებში, ასეთი ფეხბურთელი - ცენტრალური მცველია) მისდის, რომელსაც საკმარისი დრო და ხაზებს შორის პასის გაკეთების საშუალება აქვს, უბურთოდ მყოფი ნახევარმცველი ზემოთ, თავდამსხმელების დასახმარებლად ადის.

როგორ მოქმედებს ნახევარდაცვა პასის გასაკეთებელი სივრცეების შესაქმნელად:

  1. გრძელი პასი საჯარიმოს მისადგომებთან
  2. გადაცემა უკან ჩამოსულ შემტევზე
  3. დიაგონალი თავისუფალ გარემარბზე

ასეთ დროს ზემოთ ის მოთამაშეები ადიან, რომლებიც პასის მისაღებად ხელსაყრელ სიტუაციაში არ არიან და საკუთარი მოძრაობით, შეტევის გაგრძელების 3 ვარიანტს ქმნიან - პირველი გასაღები სწორედ გრძელი პასია.

"ბარსაში" ყოველთვის იყო გარემარბი, რომელიც, ლეო მესის ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ასპარეზობისას, მოწინააღმდეგის ცენტრალურ მცველებს უკან იპარებოდა. ცენტრალური ნახევარმცველები - ჩავი და ინიესტა - ცენტრში რჩებოდნენ, რათა წინახაზელები პასებით მოემარაგებინათ.

განახლებულ 4-3-3-ში კი გარემარბები ფლანგზე რჩებიან, ნახევარმცველები კი ზემო ნახევარსივრცეს იკავებენ. თუ მათ წინ გადასვლისას ბურთი მიუვათ, შეუძლიათ, ის შემტევს დაუგდონ - მაგალითად: ისე, როგორც "რეალთან" მატჩში გავიმ - ლუკ დე იონგს.ან თავად წაიღონ, როგორც ეს ფრენკი დე იონგმა (რომელსაც შერბენებში ყოველთვის კარგად გამოსდიოდა) "გალათასარაის" წინააღმდეგ გააკეთა.ფოტოზე ჩანს, რომ ობამეიანგი ბურთის მისაღებად უკან იწევს, ამ დროს კი ფრენკი მეტოქის საჯარიმოში შერბის.

ეს მოძრაობა ნათელი მაგალითია, თუ რა საფრთხე მოაქვს მოწინააღმდეგე გუნდისთვის ნახევარმცველის მსგავს ქმედებებს: ცენტრალური მცველის პასი უკან ჩამოსულ შემტევზე.

ასეთ სიტუაციაში, უკან ჩამოწეული თავდამსხმელი ბურთს მცველების მხრიდან დიდი ზეწოლის ფონზე იღებს, მაგრამ, ამ დროს მის მიერ დატოვებულ სივრცეში შუახაზელი შერბის. შესაბამისად, მეტოქე მცველებს უწევთ ფიქრი - გაჰყვნენ და დატოვონ თუ არა სივრცე, ცენტრისკენ ბურთისთვის მიმავალი თავდამსხმელის ასაყვანად.

მცველის დილემა, ადგილზე დარჩეს თუ შემტევს გაჰყვეს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ეხმარება, რომ ბურთი ან მესამე კაცს გააყოლოს (როგორც "გალათასარაისთან" ვიხილეთ), ან შემობრუნდეს და თავად შეუტიოს.

მესამე ვარიანტი კი ისაა, რომ, როდესაც ნახევარმცველი წინ გარბის, მცველებს მეტოქის გადაადგილებების გაკონტროლება უჭირთ, რაც ფლანგზე ჩასაფრებულ გარემარბს სივრცეს უქმნის. შესაბამისად, მასზე გრძელი გადაცემის გაკეთება საკმაოდ ხელსაყრელია.

ფლანგის მცველები ნახევარმცველებივით თამაშობენ

თუ ნახევარმცველები წინ ადიან, ვინ მოქმედებს მათ ნაცვლად ცენტრში?

რა თქმა უნდა, ბურთთან ერთად შესანიშნავი მოქმედებით ცნობილ ცენტრალურ მცველებსა და ბუსკეტსს ამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ, ჩავის დამატებითი იარაღიც აქვს: სერხიოს ნახევარდაცვაში - ფლანგის მცველები - ჟორდი ალბა და დანი ალვესი უერთდებიან ან, როდესაც მეტოქე პრესინგს 2 თავდამსხმელით ახორციელებს, ცენტრალურ მცველებს ეხმარებიან. 

ეს "ბარსელონასთვის" მთლად ახალი არაა - მსგავსი ტაქტიკა პეპ გვარდიოლასაც ჰქონდა და ამისთვის ერიკ აბიდალს იყენებდა. მაგრამ, ეს ნამდვილად ახალია ალბასა და ალვესისთვის, რომლებმაც სახელი ფლანგზე ასპარეზობით გაითქვეს.

თუმცა, ახლა სხვაგვარი რეალობაა - ასაკის მატებასთან ერთად, ჟორდიმ და დანიმ სისწრაფე დაკარგეს, შესაბამისად, ამჟამად, მათი გამოცდილება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი და პასები, ცენტრში უფრო გამოსადეგია, რაც ჩავიმ კარგად იცის. 

ნახევარდაცვაში, განსაკუთრებით, ალვესი გამოირჩევა და მარჯვენა ნახევარსივრცეს იკავებს, სადაც, წარსულში ის ლეო მესისთან ერთად კომბინირებდა ხოლმე, ახლა კი, ირჩევს, როდის ითამაშოს ფლანგზე და როდის გააკეთოს პასი წინ. ბუსკეტსის შემდეგ, იმ როლს, რომელიც ჩავის ფეხბურთელობისას ჰქონდა, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ბრაზილიელი ასრულებს. 

დანი ალვესი 🆚️ ატლეტიკო

⭐ | გოლი

❎ | მოქმედებები დაცვაში: ჩაჭრა, ბურთის დაბრუნება და ა.შ.

🔻 | ჯარიმები

ალბა ნახევარდაცვაში ისეთი პროდუქტიული არაა, მაგრამ მარცხენა ფლანგზე ფერან ტორესთან კარგ კომბინაციებს ათამაშებს და ჩაწოდებებს ხშირად გვთავაზობს - ეს ტაქტიკა ჩავიმ, შესაძლოა, გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" ყურებისას გადმოიღო.ყველაზე მთავარი რამ, რასაც ჩავის ფლანგის მცველები აძლევენ, არა პასები, არამედ, თავდაცვაა - ის, თუ როგორ არიან განლაგებულნი მოთამაშეები ბურთის ფლობის დროს, რათა ტყავის სფეროს დაკარგვის დროს ის მალევე დაიბრუნონ და კონტრშეტევა თავიდან აირიდონ. პირდაპირ შემტევზე წასვლის ნაცვლად, ალბა და ალვესი, მოსალოდნელი საფრთხის პრევენციის მიზნით, უკან რჩებიან, რაც აუცილებელია, რადგან 38 წლის დანიმ ასაკით მასზე ორჯერ პატარა თავდამსხმელების (მაგ., ვინისიუს ჟუნიორის) შეჩერება შეძლოს.

ერთი-ერთზე შეტევა

ჩავიმ მალევე განაცხადა: "გარემარბებით თამაში მსურს".

მაგრამ, ერთი პატარა პრობლემა იყო: მას გარემარბი არ ჰყავდა. დემბელე და ფატი ტრავმირებულები იყვნენ, დეპაი კი ცენტრში უკეთესია. ამის ფონზე, ჩავის "ბარსა ბ-ს" ფეხბურთელის, აბდე ეზალზულის გამოყენება მოუხდა, რომელსაც მცველის დრიბლინგით მოტყუება ახასიათებს.

ამ მომენტში მაროკოელმა ბურთი 16 წამი ატარა, "ოსასუნას" საჯარიმოში სამჯერ შევიდა, 4 კაცი მოატყუა, ორჯერ დაეცა, საბოლოოდ კი გუნდმა აღნიშნული ეპიზოდისგან სარგებელი ვერ მიიღო. 

ეზ აბდეს ხანმოკლე თავგადასავალი ზამთარში, ადამა ტრაორეს მოყვანით დასრულდა, რომლის ცნობილი უნარიც ასევე 1-1-ზე თამაშია. 1-2 თვის განმავლობაში, დაცვაში მყოფი გუნდების წინააღმდეგ "ბარსელონას" ფავორიტი ტაქტიკა, მარცხენა ფლანგზე ტიკი-ტაკას გამოყენება იყო/არის, რაც ამ ზონაში მოწინააღმდეგის ყურადღების მიქცევასა და შემდეგ, ბურთის მარჯვნივ გადატანით ტრაორეს თავისუფალ სივრცეში მარტო დატოვება გულისხმობს.ფოტოზე ჩანს, რომ ნახევარმცველის საჯარიმოსკენ მოძრაობა მარცხენა მცველის ყურადღებას იქცევს და ადამას დიდი სივრცე ექმნება. 

ეს ტაქტიკა ყოველთვის ლეტალური ნამდვილად არაა - ტრაორე მატჩში საშუალოდ, ყველა ტურნირის ეგიდით, 0.26 ასისტს აკეთებს, რაც, FBref-ის ცნობით, დანი ალვესის მაჩვენებელს უდრის. თუმცა, მეტოქის მცველების ასეთ ვითარებაში ჩაგდება, ნამდვილად ფანტასტიკურია. ამასთან, ეს ალვესსა და ნახევარმცველებს საჯარიმოსთან უკეთ მოქმედების საშუალებას აძლევს.

ამ კომპონენტში ჩავის ყველაზე ძლიერი იარაღი დემბელეა, რომლის მონაგარიც, თებერვლის შუა რიცხვებიდან მოყოლებული (რა დროის განმავლობაშიც მან 9 არასრული მატჩი ჩაატარა), საშუალოდ 0.73 ასისტი და 0.20 გოლია. ფრანგი ტაქტიკურად სრულად დისციპლინირებული არაა, მაგრამ, ფერან ტორესის მოძრაობების დამატებით, უსმანი იმ დონეზე თამაშობს, როგორსაც "ბარსა" მისგან დიდხანს ელოდა.

გარდამავალ ფაზაში (როგორც დაცვაში, ისე შეტევაში) სისწრაფე

ჩავის 4-3-3-ის ერთ-ერთი გამოწვევა სწრაფად მოძრაობაა. "ბლაუგრანას" ძალიან კრეატიული ფეხბურთელები - პედრი და ბუსკეტსი ჰყავს, რასაც დემბელეს სისწრაფე ემატება. ამჟამად, გუნდი ახალი მწვრთნელის ამ ტაქტიკასთან ადაპტაციის პერიოდს გადის.

გარდამავალ თამაშში ჩავის გუნდი ძალიან აგრესიულია. განსაკუთებით, აღსანიშნავია კონტრშეტევები, რა დროსაც ობამეიანგი და ტრაორე შესანიშნავად მოქმედებენ.ასევე - კონტპრესინგი, რომლითაც ბუსკეტსი ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ, ბოლო წლებში "ბარსა" ამ ტაქტიკას ნაკლებად მიმართავდა.შეტევის დროს 2-3-5 ფორმაცია სერხიოს გეგენპრესინგისა და ბურთის საჯარიმოში ჩაბრუნების საშუალებას აძლევს.

შეტევისას ჩავის ტრაპეციული 2-3-5 ფეხბურთელებს კარგ პოზიციაზე ტოვებს და ბურთის მარტივად დაბრუნების პერსპექტივას სთავაზობს. საფრთხეს მხოლოდ ის ქმნის, რომ უკანა ხუთეულიდან 4 ასაკშია, შესაბამისად, თუ ვინმე შეცდომას დაუშვებს, მათ თავის დასაცავად საკმარისი სისწრაფე აღარ აქვთ. ეს პრობლემას ორგანიზებული პრესინგის დროსაც ქმნის - ჩავი ნახევარდაცვაში მეტოქის პერსონალურად აყვანას ითხოვს.

ამ დრომდე რასაც ვხედავთ, გუნდი ბოლომდე ბრძოლას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე კონტროლს.

ესპანეთის სუპერ თასზე გამართულ "კლასიკოში" ნაჩვენები პოზიტიური მომენტების მიუხედავად, ისიც გამოჩნდა, რომ "ბარსას" პირდაპირი შეტევების შეჩერება უჭირდა. ამ მატჩში მორალური გამარჯვებაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, მას შემდეგ ჩატარებული ბრწყინვალე შეხვედრებისა და წაუგებელი სერიის ფონზე, გუნდის თამასა ბევრად მაღლა აიწია.

იანვრის შემდეგ ჩავის "ბარსელონას" ახალმა სისტემამ დიდი გზა გაიარა, კვირას 4-0 მოგებულ "ელ კლასიკოში" კი გამოჩნდა, რომ ეს ძალიან წარმატებით გააკეთა.

მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც 2 წუთში ვიხილეთ ისეთი პასი, რომელიც იმის წინაპირობა იყო, თუ რა მოხდებოდა საბოლოოდ. 

ჟერარ პიკემ ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, ფერან ტორესი მოძებნა და მისკენ გრძელი პასი გაუშვა.

პიკე ზეწოლის ქვეშ არავის მოუქცევია. "ბარსელონას" ტაქტიკური გეგმა, თამაშის დაცვიდან პირდაპირ შეტევაში გადატანასა და გარემარბების რაც შეიძლება მალე პოვნაში მდგომარეობდა.

10 წლის წინ, "ელ კლასიკოში" მთავარი ჯახი ნახევარდაცვაში მიმდინარეობდა. საქმე ის იყო, რომ მაშინ "ბარსას" ბურთის ბრწყინვალე გამთამაშებლები ჰყავდა, ლიონელ მესი ცრუ ცხრიანად ასპარეზობდა, ერთ-ერთი გარემარბი კი ცენტრში შედიოდა. "რეალს" ამასთან გამკლავება ძალიან უჭირდა, ჟოზე მოურინიო კი 3 მძიმე ნახევარმცველს ხშირად იყენებდა.

ახლა "კლასიკო" ნახევარდაცვაში ბრძოლა აღარაა. სერხიო ბუსკეტსი კვლავ აქაა, "რეალს" ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი ჰყავს, მაგრამ მადრიდში გამართულ მატჩში გარემარბები იტვირთებოდნენ.

"ბლაუგრანა" გრძელ პასებზე იყო ორიენტირებული და ასევე მოქმედებდა "რეალიც".

მეტოქის პირველი სახიფათო მცდელობა მაშინ შეიქმნა, როცა ედერ მილიტაომ ვინისიუსის მისამართით დაბალი, გრძელი პასი გააკეთა, ბრაზილიელი არაუხოს გასცდა, საბოლოოდ კი ეპიზოდი ფედე ვალვერდეს დარტყმით დასრულდა და "ბარსა" ტერ შტეგენმა გადაარჩინა.

"რეალმა" სეზონის პირველი "კლასიკო" სწორედ ჟუნიორის სწრაფად მოძებნით მოიგო - მადრიდელები ბრაზილიელი შემტევის ოსკარ მინგესას წინააღმდეგ ერთი-ერთზე დატოვებას ცდილობდნენ. თუმცა, ბოლო "ელ კლასიკოში" ჩავიმ მარჯვენა მცველად 38 წლის დანი ალვესს არაუხო არჩია, ალბათ, სწორედ ვინისიუსის შესაჩერებლად.

ერნანდესმა თავისი გუნდი მოედანზე 4-3-3 სქემით გაიყვანა, ტრადიციული ფლანგის მცველებით, წინ აწეული ნახევარმცველებითა და ფლანგზე მყოფი გარემარბებით. როცა ბურთს მოწინააღმდეგე ფლობდა, ფერან ტორესი და უსმან დემბელე აუტის ხაზთან მოქმედებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში შესვლა ორივე მათგანს შეეძლო, მით უმეტეს, რომ ისინი ორივე ფეხით კარგად თამაშობენ. 

როცა "რეალი" ნახევარდაცვიდან უტევდა, საკმაოდ სახიფათო შეტევა გამოსდიოდა, ვინაიდან, 33 წლის ბუსკეტსს მთელი მოედნის დასაფარად მობილურობა აკლია. სერხიო, და შუახაზში მოასპარეზე მისი ორი პარტნიორი, - ფრენკი დე იონგი და პედრი გონსალესი ასეთ დროს ტაქტიკური ჯარიმების აღებას მიმართავდნენ.თუმცა, ქარიმ ბენზემას გარეშე მოთამაშე კარლო ანჩელოტის გუნდმა უცნაური ტაქტიკა აირჩია. როცა ბურთი "ბარსას" ჰქონდა, ისინი მოედანზე 4-2-2 ფორმაციით იყვნენ განლაგებულნი, წინ ვინისიუსი და როდრიგო გოესი მოქმედებდნენ, ნახევარდაცვას კი კროოსი და მოდრიჩი აყალიბებდნენ.მატჩის შემდეგ ბევრს აინტერესებდა, ანჩელოტიმ ვინისიუსი ცენტრში რატომ არ გამოიყენა. მაგრამ, იტალიელ სპეციალისტს გარემარბებით სწრაფად მოქმედება უფრო სურდა, ვიდრე ცენტრიდან შეტევა - ეს "რეალის" მთავარი გეგმა იყო.

მაგრამ, მათ წინ "ბარსელონა" იდგა, რომელმაც თავისი გეგმა უკეთესად განახორციელა - კატალონიელები "რეალს" მათ ნახევარზევე აპრესინგებდნენ, რამაც შედეგი მოიტანა.

მე-12 წუთზე ბუსკეტსმა "ბლანკოსის" დაცვა დაბალი პასით გაჭრა და ტორესს გაატანა, რომელმაც ტყავის სფერო შესანიშნავად გაიგდო და საჯარიმოში მყოფ ობამეიანგს ბრწყინვალე პასი გაუკეთა... მაგრამ დარტყმა ტიბო კურტუამ მოიგერია. ერთი შეხედვით ასეთი მარტივი კომბინაცია, თავისუფლად გავიდა.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ პირველი გოლის ეპიზოდს - პიკე წინ მიდის და პასს დემბელეს აძლევს, ფრანგი ნაჩო ფერნანდესს მარტივაც ატყუებს და საჯარიმოში აწვდის, სადაც ობამეიანგი მცველებს შორის იხსნება და ბურთს კარში თავით გზავნის.მთელი მატჩის განმავლობაში, გარემარბების მისამართით გრძელი გადაცემები "ბარსასთვის" ძალიან ხელსაყრელი იყო.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ბურთი გარსიას ჰქონდა, დემბელე კი კარგად გაიხსნა და შორეულ პასს ითხოვდა, მაგრამ ერიკმა ფრანგი ვერ შენიშნა.

თუმცა, პიკესთან პასების გაცვლის შემდეგ, გარსიამ უსმანი 10 წამით გვიან დაინახა - ამ დროს ფრანგი აღარ მოძრაობდა, მაგრამ, სამაგიეროდ, "რეალის" კარისკენ ფრენკი დე იონგი გაემართა.

ეს "ბარსელონას" თამაშის მთავარი ვარიაცია იყო, რადგან გარემარბები, ძირითადად, ფლანგებზე იყვნენ და მეტოქის კომპაქტურობის დარღვევას ცდილობდნენ, ამ დროს კი სივრცე დე იონგსა და პედრის ეხსნებოდათ.ეს ყველაფერი "აიაქსის" ტაქტიკას უფრო ჰგავს, ვიდრე ტიპურ "ბარსელონას": და ფრენკის - ამსტერდამელთა პროდუქტის - შერბენები ამის კარგი მაგალითია. აღნიშნულ მომენტში, პიერ-ემერიკ ობამეიანგს კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა.

იგივე მოხდა მეორე ფლანგზეც - ვიწრო ზონაში მყოფი ჟორდი ალბა თავისუფალ ტორესს პოულობს, პედრი კი გახსნილ სივრცეში შედის.მაგრამ, მეორე გოლი მაინც დემბელეს მეშვეობით გავიდა: უსმანი კვლავ პასს ითხოვს, ამჯერად - ალბასგან, მისი მიღების შემდეგ ნაჩოს ისევ ატყუებს და კუთხურს იპოვებს, რომელსაც თვითონვე აწვდის და გოლი რონალდ არაუხოს გააქვს.შესვენებაზე 2-0-ით გასვლა "ბარსას" არ აკმაყოფილებდა.

"რეალის" ერთადერთი იარაღი შემტევის გაქცევა იყო. 36-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ დაწყებული კონტრშეტევისას, ცენტრში ბურთი მოდრიჩს აქვს, რომელსაც ვალვერდეს აძლევს, ურუგვაელი კი მას აყოლებს ვინისიუსს, რომელიც ტერ შტეგენთან პირისპირ გადის, მაგრამ, საბოლოოდ, ფეხი უცდება და სიმულირებს.მეორე ტაიმში ანჩელოტი 4-2-2-დან 4-3-3-ზე გადაეწყო და საწყის წუთებში, სამმცველიანი სქემაც ცადა, მაგრამ, გადაწყვეტილება მალევე შეცვალა. 

"რეალის" ფეხბურთელთა განლაგების მიუხედავად, "ბარსელონელები" გრძელი გადაცემებით დაცვის გარღვევას მაინც ახერხებდნენ. მესამე გოლი არაუხოს პასის წყალობით გავიდა - ბურთის მიღების შემდეგ რონალდმა ის წინ დაარტყა, ტყავის სფერო დავიდ ალაბამ მოიგერია, თუმცა, ფრენკიმ მისი მოპოვება კვლავ მოახერხა, დემბელეს გადააწოდა, ფრანგმა დე იონგს დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა ობამეიანგი მოძებნა, გაბონელმა კი ქუსლით ტორესს დაუტოვა და: 3-1.საბოლოო ანგარიში ჟერარ პიკეს პასის შემდეგ დაფიქსირდა - ვეტერანმა მცველმა ტორესზე ძალიან გრძელი გადაცემა გააკეთა, ფერანმა ბურთი ერთი შეხებით დაიმორჩილა, მეორით კი ობამეიანგი ტიბო კურტუასთან პირისპირ გაიყვანა: გაბონელის დუბლი და "ბარსელონა" 4-0 იგებს.

ეს ყველაფერი მხოლოდ 6-წუთიან ინტერვალში მოხდა და ჩავის გუნდი "სანტიაგო ბერნაბეუს" ტაბლოზე გამანადგურებელ ანგარიშს აფიქსირებს. 

ასევე, საინტერესოა, რომ ამ 6 წუთში "ბარსამ" ყველაზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც ობა ბურთის მისაღებად ქვემოთ ჩავიდა, "რეალის" მცველებიც გაიტყუა და საბოლოოდ ფერანი მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ კარს ააცილა.ეს ძველ "ბარსელონას" ჰგავდა - მაშინ, მესი ღრმად იწევდა, შემდეგ კი მცველებს შორის, დავიდ ვილიას ან პედრო როდრიგესის მისამართით გამჭოლ გადაცემას აკეთებდა.

მაგრამ, სხვანაირად თუ ვიტყვით, ეს ყველაფერი მოძრავმა, შეკრულმა, სწრაფი ტემპით პროგრესირებადმა და 2022 წელს ბრწყინვალედ მოთამაშე "ბარსამ" გააკეთა.

დიდი ალბათიბით, შუა სეზონში ნაჩვენები კარგი შედეგებისა და კონკურენტების იმდროინდელი ცუდი ფორმის გამო, "რეალი" წელს ლა ლიგის ჩემპიონი მაინც გახდება, მაგრამ კვირას გამართული "ელ კლასიკო" პრიმერა დივიზიონის ამ სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა იქნება.

წინ დიდი თავგადასავალი გველის!..

წყარო: The Athletic


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 24 მარტი 2022 11:22
    0
    ჩავიმ მალევე განაცხადა: "გარემარბებით თამაში მსურს".
    კაი დამთხვევაა, ეხლახანს წავიკითხე სიტის ფეხბურთელი ამბობდა: "გვარდიოლას ცენტრალური თავდამსხმელი არ უყვარსო და დაამატა, მისგან ისიც გამიგონია როდისმე 11 ნახევარმცველით მინდა ვითამაშოო".
    ეს ცოტა უხეში შედარებაა, ფაქტი კი ერთია ეს ორი კაცი ფეხბურთის პროფესორები არიან, ეხლახანს დადებული ვიდეოც ხო გახსოვთ, 20 წლის ჩავი რომ 30 წლის პეპს თამაშის დროს აკვალიანებს და პეპიც რო უსიტყვოდ ეთანხმება.
    ფანი [?]
    #9 24 მარტი 2022 00:06
    2
    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ციტატა: Memphis Depay
    ტენ ჰააგი ფულის საჭრელი მაქნაა იდეალურად აწყობილი ბიზნესია და იქიდან არავინ გამოუშვებს. ხავი 0 გამოცდილებით ამდენ ჩამოუყალიბებელ პატარას ვერ გაზრდის. ნუ გაკერიათ პირზე ეს ხავი ხავი ცოტა გაიზარდეთ რა


    ან კომის ავტორი დაგვენახოს )) 2021 წლის სექტემბერშია დაწერილი.

    😁😁, ეგ არაფერი, უარესებიც წამიკითხავს, ძაან ბევრი ამბობდა რომ ჩავი კუმანის დონეაო და ვერაფერს იზავსო, გუნდს მინიმუმ 10 წელი დასჭირდება ამოსასვლელადო🤣🤣, ზოგმა საერთოდ ჩავის მოყვანას კონტე მოეყვანათო🤣🤣, ნეტავ სად გაქრნენ ახლა ის უდიდესი ბარსას ფანები? დიდი ხანია აღარ გამოჩენილან, სადღაც ბოლო 2 თვეა და ხო მშვიდობა აქვთ?

    ჰალაზე ერთი ბრძენი როა იმას ვარაუდი იყო რო ხავის 2 თვეში გაუშვებდნენ, ეხა არ ჩანს თან, მეშინია რამე ხო არ დამართა თავს? 🤔😁😂😆
    გულშემატკივარი [?]
    #8 24 მარტი 2022 00:05
    2
    დიდი ეჭვი მაქვს მომავალ ლალიგას რო წაგებისგარეშე ჩავატარებთ
    ფანი [?]
    #7 23 მარტი 2022 23:52
    1
    ვაანალიზებთ და მეტოქეები ჩვენივე ნაწერს იყენებენ ჩვენა წინააღმდეგ, საერთოდ სულ ასე ვიყავით ბარსას ფანები, არცერთი გუნდის გულშემატკივრები და ფანკლუბები არ აკეთებენ იმას რასაც ჩვენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 მარტი 2022 23:51
    0
    ციტატა: Memphis Depay
    ტენ ჰააგი ფულის საჭრელი მაქნაა იდეალურად აწყობილი ბიზნესია და იქიდან არავინ გამოუშვებს. ხავი 0 გამოცდილებით ამდენ ჩამოუყალიბებელ პატარას ვერ გაზრდის. ნუ გაკერიათ პირზე ეს ხავი ხავი ცოტა გაიზარდეთ რა


    ან კომის ავტორი დაგვენახოს )) 2021 წლის სექტემბერშია დაწერილი.

    😁😁, ეგ არაფერი, უარესებიც წამიკითხავს, ძაან ბევრი ამბობდა რომ ჩავი კუმანის დონეაო და ვერაფერს იზავსო, გუნდს მინიმუმ 10 წელი დასჭირდება ამოსასვლელადო🤣🤣, ზოგმა საერთოდ ჩავის მოყვანას კონტე მოეყვანათო🤣🤣, ნეტავ სად გაქრნენ ახლა ის უდიდესი ბარსას ფანები? დიდი ხანია აღარ გამოჩენილან, სადღაც ბოლო 2 თვეა და ხო მშვიდობა აქვთ?
    ფანი [?]
    #5 23 მარტი 2022 23:42
    0
    ტენ ჰააგი ფულის საჭრელი მაქნაა იდეალურად აწყობილი ბიზნესია და იქიდან არავინ გამოუშვებს. ხავი 0 გამოცდილებით ამდენ ჩამოუყალიბებელ პატარას ვერ გაზრდის. ნუ გაკერიათ პირზე ეს ხავი ხავი ცოტა გაიზარდეთ რა


    ან კომის ავტორი დაგვენახოს )) 2021 წლის სექტემბერშია დაწერილი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 მარტი 2022 21:20
    2
    ძალიან კარგი და კომპეტენტური ანალიზია ! ბრავო ჩავი შეტევის დროს მეტი შემტევის ყოლა (5) ფანტასტიურია მაქსიმალურად იყენებს ნახევარმცველებს გენიოსს!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 მარტი 2022 21:08
    2
    ძაან კარგი სტატია და კარგი ტაქტიკური ანალიზია, მოედანზე ყვეკაფერი მარტივად ჩანს მაგრამ სინამდვილეში ამ სიმარტივის უკან დიდი შრომა დევს თან ბევრი ფეხბურთელების მხრიდან, როგორც კრუიფმა თქვა ფეხბურთუს თამაში მარტივია ხოლო მარტივი ფეხბურთის თამაში რთული, ყოჩაღ ჩავის, მოსალოდნელზე მალე აათამშა გუნდი და მჯერა რომ მომავალი წლიდან ამ თამაშთან ერთად ტიტულებიც მოვა.visca barca💙❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 მარტი 2022 20:48
    7
    შესანიშნავი ანალიზია, მწერალს მადლობა და ჩავი კიდევ ცალკე ოვაციებს იმსახურებს barca-6
    Culé [?]
    #1 23 მარტი 2022 20:19
    9
    რაცარუნდა დაიწეროს და ითქვას ჩავი იყო არის და იქნება გენიოსი. 👌 რეალს რომ მოეგო იმას არავინ იტყოდა ბარსას ცუდი პერიოდი აქვს და ა.შ. რეალმა ითამაშაო ხოდა ბარსამ რომ გადაკუზა ბენზემაო ისაო ესაო არადა ბარსამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იხმარა რეალი ყველა ასპექტში და ამას აღიარება კიარა ობიექტურობა და დანახვა უნდა👌👌 ჩავიმ კიდე პაპა კარლოს ჩაუტარა გაკვეთილი და ანახა რომ ახალგაზრდების დროა და მოძველებული ტაქტიკები არ მუშაობს, ჩავიმ დააჭერინა კარლოს ხელში 👌