ჩავის სჯერა, რომ დემბელე კონტრაქტს გაახანგრძლივებს

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, ჩავი ერნანდესს უსმან დემბელეს დარჩენის იმედი ჯერ კიდევ აქვს.
მიგელის თქმით, 42 წლის სპეციალისტს სჯერა, რომ, საბოლოოდ, ფრანგი შემტევი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. გუნდში მისი როლი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი, უსმანის დარჩენის შანსებს მკვეთრად ზრდის. ყველაფერთან ერთად, 24 წლის ფეხბურთელი "ბარსაში" ბედნიერია.
როგორც იცით, დემბელეს ამჟამინდელი ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება, რაც ნიშნავს, რომ, კონტრაქტის არგახანგრძლივების შემთხვევაში, ზაფხულში "ბლაუგრანა" მას უფასოდ დაკარგავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]