რონალდო ნაზარიო: ბარსელონამ გასაოცრად ითამაშა

რონალდო ნაზარიო: ბარსელონამ გასაოცრად ითამაშა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო ნაზარიო, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია, გუშინდელ "ელ კლასიკოს" ეხმაურება:

"ბარსამ" ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და ვფიქრობ, "რეალის" წინააღმდეგ მათ გასაოცრად ითამაშეს. კატალონიელები ძალიან კარგად გამოიყურებიან. ისინი მომავალში ბევრს მიაღწევენ.

ჩავი სიტუაციას ძალიან კარგად უძღვება და ფეხბურთი ესმის. გუნდის გაწვრთნა, გასახდელი ოთახის სადავეების ხელში აღება მარტივი არაა. ერნანდესი დიდებულად მუშაობს.

ობამეიანგის მოძრაობები და ფინიშინგი ძალიან მომწონს. ის ტიპური 9-იანია და იცის, როგორ ირბინოს, სივრცეები როგორ შექმნას. პიერ-ემერიკი შესანიშნავი შემტევია.

რონალდო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 1996-97 წლების სეზონში ასპარეზობდა, "რეალის" წევრი კი 2002-07 წლებში იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 22 მარტი 2022 19:17
    0
    აჰ აჰ გაჩერდი ეხლა კი ობა ძალიან კარგია პლასტიურია ზოგჯერ ზედმეტად რბილიც კი მეჩვენება ტექნიკიდან დაწყებული ყველაფერი აქვს , მაგრამ შენნაირი ცრიანი ჯერ არ დაბადებულა დედამიწაზე და შემდეგ რაც და ვინც იქნება ვნახავთ
    Culé [?]
    #6 22 მარტი 2022 11:04
    2
    ციტატა: nika 54
    მაინც მადრიდისტად იქცა, ერთხელ ისიც კი უთხრა სახალხოდ პერესს გული მწყდება, რო ბარსელონის ფორმით ყველაზე ლამაზი გოლი რეალს გავუტანეო.

    ბარსელონა ამას ძალიან ცუდად მოექცა. არანაირად არ უნდოდა წასვლა და ის წასვლა გადამწყვეტი გამოდგა კიდეც მისი კარიერისთვის. ტრამვის მერე ის კიჭა არ არსებობდა უკვე. ბარსამ კი ყველა დროის ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა ამისი გაშვებით. ამის გაშვებას მოყვა ფიგუს წასვლაც. ეს რომ არ წასულიყო დღეს ბარსეს მინიმუმ ერთით მეტი ლიგა ექნებოდა უფრო მეტი თუ არა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 მარტი 2022 10:51
    0
    მაინც მადრიდისტად იქცა, ერთხელ ისიც კი უთხრა სახალხოდ პერესს გული მწყდება, რო ბარსელონის ფორმით ყველაზე ლამაზი გოლი რეალს გავუტანეო.
    Culé [?]
    #4 22 მარტი 2022 09:29
    2
    ❤️❤️კიჭაა
    Culé [?]
    #3 22 მარტი 2022 00:43
    8
    ეს კაცი როგორ გაუშვეს, ეპოქას შექმნიდნენ ეს და რივალდო. ყველაზე დედისმსერავი ცენტრფორვარდია კიჭა ისტორიაში.
    წევრი [?]
    #2 22 მარტი 2022 00:42
    0
    ციტატა: GiorgiM86
    ფატი-მესი-ჰალანდი მინდა შეტევაში მომავალ სეზონში :) აუ რა მოხდება ტრიბუნებზე ხომ წარმოგიდგენიათ? :) ნახევარდაცვა: კესი-პედრი-დე იონგი. დაცვა: ასპილიკუეტა-კრისტენსენი-არაუხო-ლისანდრო მარტინესი. სათადარიგოები: გავი, ფ.ტორესი, დემბელე, ტრაორე, ობა, ბუსკეცი, დანი ალვესი, პიკე, ნიკო გონსალესი და სხვები. რაღაც არანორმალური სისასტიკე შემადგენლობა იქნება :) პლუს ჩავი! კაცი ტაქტიკა! კაცი ლეგენდა! კაცი დიპლომატია! კაცი მაგია! :)

    ფატი ცოცხალია საერთოდ?
    ფანი [?]
    #1 22 მარტი 2022 00:12