Mundo Deportivo ბარსელონას მიერ რეალის განადგურებაზე

Mundo Deportivo ბარსელონას მიერ რეალის განადგურებაზე

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo "ბარსელონას" მიერ "რეალის" განადგურებას ეხმაურება.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

ობამეიანგი - "გოკუ" (Dragon Ball) - ისტორიულ დუბლს აღნიშნავს. გაბონელმა "რეალს" 2 გოლი გაუტანა, 1 ასისტი მიითვალა და აღნიშვნა 'Dragon Ball Z'-ის სტილში შემოგვთავაზა. 

პიერ-ემერიკსა და "ბარსას" კიდევ უფრო მეტის გატანა შეეძლოთ.

რონალდ არაუხო

ვინისიუს ჟუნიორის შესაჩერებლად ჩავიმ ალვესს არაუხოს დაყენება არჩია.

თავდაპირველად ვინი კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა და ურუგვაელი მცველი მისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა.

რონალდმა გოლიც კი გაიტანა.

ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი

მოდრიჩმა და კროოსმა "რეალში" ეპოქა შექმნეს, მაგრამ, გუშინდელმა "კლასიკომ" გამოაჩინა, რომ მომავალი პედრისა და ფრენკი დე იონგს ეკუთვნით.

როგორც ყოველთვის, გონსალესი ბრწყინვალე იყო, დე იონგმა კი "ბარსელონურ" კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა - ის ყველაფერში მთავარი ფიგურა იყო.

ფერან ტორესი 

ფერანმა 1 გოლი გაიტანა, ამდენივე ასისტი მიითვალა და რამდენიმე მომენტი გააფუჭა - საერთო ჯამში, მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ტორესმა სივრცის ათვისების შესანიშნავი უნარით დანი კარვახალი გააწამა.

მისი პერფორმანსი, 6-2 მოგებულ "კლასიკოში" ტიერი ანრისას ჰგავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 21 მარტი 2022 23:55
    0
    ცუდად მხვდება თვალში ეს Z.
    Culé [?]
    #15 21 მარტი 2022 20:06
    0
    ვინ თუ არა ხავიმ იცის , სად უნდა მოიპოვოს გუნდმა მნიშვნელოვანი უპირატესობა , რომ თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულოს . ყველანაირი როტაცია მოსინჯა ნახევარდაცვაში , ბუსით და მის გარეშე , უცვლის ადგილებს ყველა ნახევარმცველს და გარდა იმისა რომ ეძებს საუკეთესო ვარიანტს , არის მეორეც , ეს ბავშვები უნივერსალიზმს სწავლობენ და ეჩვევიან . დაგლიჯა გუშინ ნახევარდაცვამ , რაის კაზემირო კროოსი მოდრიჩი კამავინგა , ათრიეს წინდაუკან !!! მიდი მაესტროო , კიდევ რამე ახალი მოიფიქრეე , უნდა გადავუაროთ ყველას , ვისაც ჩვენი ის მდგომარეობა უხაროდა !!!
    გულშემატკივარი [?]
    #14 21 მარტი 2022 17:54
    2
    დეიონგი მართალც ყველგან იყო და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ქონდა ბარსაში. ტორესს რომ მომენტები ექმნება ესეც ძალიან დიდი პლიუსია, ანუ სივრცეებს კარგად ითვისებს, მაგრამ გუშინ მეორე ტაიმის დასაწყისში ერთიერთზე დარჩენილმა საშინლად ითამაშა, კი გაიტანა შემდეგ, მაგრამ ყველა გუნდი ასეთი მომენტის გაფუჭებას არ გვაპატიებს, აშკარად მოსამატებელი აქვს ამ კუთხით.
    --------------------
    •Barca forever•
    Culé [?]
    #13 21 მარტი 2022 17:05
    0
    ციტატა: VanillaSoul
    ციტატა: barsabarsa
    Modrichs da kros rogor unda sheadaro pedrida deuongi sircxvilia.mxokod barsas panebi ituvian uketesiao.erti tamashit arcydeba yvelaperi modrichi cru cxrianze atamasha raunda tqva.anchelotim miqara

    შენ რა სურათიც გიყენია ის აზროვნება გაქ ზუსტად :) გადაცმული რეალის ფანები არ გვჭირდებიან აქ წადი და იმ სლე საიტზე აქე და ადიდე ლოკოკინა კროოსი და მთელი საბანძეთი რეალი.

    თუ ადამიანი ბარსას ყველა ფეხბურთელს არ ეთაყვანება ე. ი მადრიდისტაა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 21 მარტი 2022 16:58
    2
    გუშინ დე იონგმა მაგარი მატჩი დადო.აქამდე,რაზეც ვლანძღავდი,რომ დაზღვევაზე დროზე არ ჩამოდიოდა,პრეისნგი ეზარებოდა და ა.შ გუშინ ყველაფერი მაღალ დონეზე შეასრულა.ასე გააგრძელონ და ნებისმიერ ნახ.დაცვას ჯიბეში ჩავისვამთ.გავიც ცოტა წამოიზრდება,ფიზიკურად მოიხოდება პედრიც და დაასკდეთ ლუბოი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 21 მარტი 2022 16:30
    3
    ციტატა: gecheche
    უი კარვახალი არ მახსოვდა თუ იყო გუშინ ვერ დავინახე საერთოდ თუ თამაშობდა

    როგორ ვერ დაინახე პირველივე აუტზე რო მაყურებლის გახურებას ცდილობდა ხელების ქნევით როგორც პსჟ-თან აი ეგ იყო. თამაშში არ ჩანდა მაგრამ დირიჟორობდა მაყურებელს.
    გულშემატკივარი [?]
    #10 21 მარტი 2022 16:27
    0
    ციტატა: barsabarsa
    Modrichs da kros rogor unda sheadaro pedrida deuongi sircxvilia.mxokod barsas panebi ituvian uketesiao.erti tamashit arcydeba yvelaperi modrichi cru cxrianze atamasha raunda tqva.anchelotim miqara

    ანჩელოტიმ კი არ წააგო ბარსამ გადაახია ბურთი თავზე , შეიძლება ითქვას რომ პსჟ-მ და კონკრეტულად დონარუმამ წააგო რეალთან მარა მანდ მარტო ანჩელოტის ბრალეულობა არაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 21 მარტი 2022 16:12
    6
    ამიტომ მეამაყება ბარსა, 1978 წლიდან ბევრი რამ მოხდა და ბევრი ჩავარდნა გვქონია მაგრამ გუშინ რომ გააკეთეს მარტო მაგისთვის ღირს ბარსას გულშემატკივრობა მე პირადად ბედნიერი ვარ რომ ჯერ გვარდიოლას ბარსას მოვესწარი და იმედია ხავიც არანაკლებ გუნდს ააშენებს.
    გულშემატკივარი [?]
    #8 21 მარტი 2022 16:04
    3
    ეს ტორესი რამდენჯერაც გამაზავს იმდენჯერ (ცენზურის დარღვევა) მაგრამ ვაცადოთ მაესტროს ის იმ ნაპერწკალს ხედავს მასში რომლის გაღვივების და ცეცხლად ქცევის დიდი შანსია და შეიძლება ეგრეც მოხდეს რისი დიდი იმედი თუ არა, სურვილი მაინც მაქ უდიდესი... თუ ვერ გამოთალა სალამური გაახეხნიებენ სკამს და ეგ იქნება რა.
    გულშემატკივარი [?]
    #7 21 მარტი 2022 16:00
    1
    ციტატა: barsabarsa
    Modrichs da kros rogor unda sheadaro pedrida deuongi sircxvilia.mxokod barsas panebi ituvian uketesiao.erti tamashit arcydeba yvelaperi modrichi cru cxrianze atamasha raunda tqva.anchelotim miqara

    შენ რა სურათიც გიყენია ის აზროვნება გაქ ზუსტად :) გადაცმული რეალის ფანები არ გვჭირდებიან აქ წადი და იმ სლე საიტზე აქე და ადიდე ლოკოკინა კროოსი და საბანძეთი რეალი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 მარტი 2022 16:00
    1
    ინდივიდუალურადაც და ტაქტიკურადაც ყველაფერში ვაჯობეთ, ყოჩაღ ჩავის და ფეხბურთელებსაც, მეტიც შეიძლებიდა მაგრამ ამ შედეგითაც კმაყოფილი ვარ აქ ზოგი საერთოდ წერდა ფორით არ წავაგოთ და დალშე არაუშავსო🤣
    ფანი [?]
    #5 21 მარტი 2022 15:48
    3
    აი რატო გვიყვარს ძმაო ბარსა, იმენა თუ ხოდზეა და რამე ეგეთ სპექტაკლებს რო დგავს მაგიტომ, ამდენი წაგებული კლასიკოს შემდეგ მსგავსი რევანში ბარსას თუ შეუძლია, თან რა რეალივით 1-3 1-2 და ეგეთი ანგარიშებით კი არა, იმენა ბოლომდე გაფარჩაკებით.
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 მარტი 2022 15:42
    0
    gecheche,
    😂😂😂 მე სახელებიც დამავიწყდა მაგათი არგამოჩენილან სტადიონზე რავიცი ვინარიან საით მიდიან 😂😂

    barsabarsa,
    ხო ბაზარი არაა... ( ორივესგან რომ რაღაც უდიდესს მოელის მსოფლიო ეგ ფაქტია, მარა კროოსს და მოდრიჩს უკვე ეგ გაკეთებული აქვთ ) ეს ჟურნალები და ჟურნალისტები გარტყმაში არ არიან ფეხბურთის მთავარია სკანდალური სათაური და რამე მზეობა დაწერონ რომ მერე ხალხმა ილაპარაკოს..
    გულშემატკივარი [?]
    #3 21 მარტი 2022 15:38
    0
    Modrichs da kros rogor unda sheadaro pedrida deuongi sircxvilia.mxokod barsas panebi ituvian uketesiao.erti tamashit arcydeba yvelaperi modrichi cru cxrianze atamasha raunda tqva.anchelotim miqara
    გულშემატკივარი [?]
    #2 21 მარტი 2022 15:34
    8
    ტორესი მაგარი ბიჭია და რეალიზაციას გამოასწორებს ნელ-ნელა, უჭკვიანესი ფეხბურთელია და დაგადუმებთ ნელ-ნელა მის მაკრიტიკებლებს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 21 მარტი 2022 15:34
    7
    უი კარვახალი არ მახსოვდა თუ იყო გუშინ ვერ დავინახე საერთოდ თუ თამაშობდა