კარლო ანჩელოტის პრესკონფერენცია ელ კლასიკოს წინ

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ხვალ გასამართი "ელ კლასიკოს" წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ელ კლასიკო" ძალიან მომთხოვნი და განსაკუთრებული თამაშია. თავი საუკეთესო მხრივ უნდა წარმოვაჩინოთ. თავდაუზოგავად ვმუშაობდით და ხვალინდელ შეხვედრას თავდაჯერებულები ვხვდებით.
ისეთივე თამაშის ჩვენებას ვაპირებთ, როგორც ეს პსჟ-სთან გავაკეთეთ. ეს იქნება თამაში, რომელიც ბევრი ელემენტისგან შედგება. არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ ერთი რამის კარგად გაკეთებით მოვიგებთ. ყოველმხრივ კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც კარგად თამაშობს. პრესინგი უნდა განვახორციელოთ, ბურთით კარგად ვითამაშოთ, დაცვიდან შეტევაზე კარგად გადავიდეთ და პირდაპირი ფეხბურთი ვაჩვენოთ.
ბენზემა და მენდი ხვალინდელი თამაშის განაცხადში არ იქნებიან. ისინი მომდევნო კვირიდან დაგვიბრუნდებიან. გარისკვას არ ვაპირებ.
ბენზემას გამოჯანმრთელებისთვის 2 კვირა გვაქვს. არ ვღელავ იმის გამო, რომ ის ხვალ ვერ დაგვეხმარება, რადგან ქარიმი სეზონის დასკვნით ეტაპზე ჩვენთან იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბენზემა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ კარგად თამაში მის გარეშეც შეგვიძლია. მის გარეშეც იგივე თამაში უნდა ვაჩვენოთ და შეტევაში განსხვავებული გამოსავალი ვეძებოთ.
თუ ხვალ მოვიგებთ, მორიგ 3 ქულას მოვიპოვებთ, რაც ჩემპიონობასთან უფრო მიგვაახლოებს. თუ ფრედ ვითამაშებთ, ერთი ქულა შეგხვდება და თუ წავაგებთ, უქულოდ დავრჩებით. ჩემპიონობისთვის ყველა გუნდი ბოლო თამაშამდე იბრძოლებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]