პიერ-ემერიკ ობამეიანგი ელ კლასიკოს წინ

"ბარსელონას" გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, "რეალთან" დაპირისპირების წინ, Barça TV-სთან საუბრობს:
მათ წინააღმდეგ თამაში მომწონს. დიდ გუნდებთან ასპარეზობა ყოველთვის შესანიშნავი გრძნობაა. "ელ კლასიკო" მსოფლიოში, უდავოდ, უდიდესი მატჩია, რადგან ყველა მასზე საუბრობს.
ახლა კარგ ფორმაში ვართ - ასე გაგრძელება და საკუთარი თავის რწმენა გვმართებს.
ფავორიტი გოლი? ვფიქრობ, პირველი გოლი ("ვალენსიას" კარში). ჟორდი ალბამ ბრწყინვალე პასი გამიკეთა, მე კი დროით ვისარგებლე, ბურთი კარგად მივიღე და დავარტყი - ძალიან მაგარი გოლი გამოვიდა.
პედრის თამაშის ყურება გასაოცარია - ის ბურთს არასდროს კარგავს და ფეხებით მაგიურ რაღაცებს აკეთებს. ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივი ჩანს და სწორედ ამიტომ მოგვწონს.
ობამეიანგს "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში უკვე 7 გოლი დაუგროვდა. შეგახსენებთ, "ბარსელონას" რიგებში პირველი გოლები მან "ვალენსიას" წინააღმდეგ, გიორგი მამარდაშვილის კარში გაიტანა - ამ შეხვედრაში ობამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]