სერჟი რობერტო ახალ კლუბს ეძებს

სერჟი რობერტო ახალ კლუბს ეძებს

Sport-ის ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სეზონის ბოლოს სერჟი რობერტო "ბარსელონას" დატოვებს, რისი მთავარი მიზეზიც მისი მაღალი ხელფასია.

30 წლის ფეხბურთელს შემოთავაზება მადრიდის "ატლეტიკოდან" აქვს და, შესაძლოა, მისი მომდევნო კლუბი სწორედ "როხიბლანკო" იყოს.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Mundo Deportivo-ც - როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, რობერტო ახალ კლუბს უკვე ეძებს, თუმცა, მისი პრიორიტეტი დარჩენაა და "ბარსას" შემოთავაზებას ელის.

თავის მხრივ, "ბლაუგრანას" სერჟისთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, რადგან ის გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორისაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 მარტი 2022 16:39
    0
    ეძებს? როგორ თუ ეძებს, მეგონა ამას რიგი დაუდგებოდა მსურველებისა.
    Culé [?]
    #2 19 მარტი 2022 18:50
    1
    არ გვჭირდება რობერტო,წავიდეს აუცილებლად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 მარტი 2022 15:04
    3
    ვინ აიყვანს ამხელა ხელფასი თუ უნდა რაც ბარსაში აქვს. სერესო ჯერ კიდევ თავის ჭკუაზეა და ამის იმედზე არა მგონია იყოს.