სევილიასთან თამაშის ზუსტი დრო ცნობილია

სევილიასთან თამაშის ზუსტი დრო ცნობილია

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრების დროები დაზუსტდა და ვიცით "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გასამართი დაპირისპირების დეტალებიც.

"კამპ ნოუზე" გასამართი შეხვედრა 3 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ეს ევროპაში თამაშის გადაწევის შემდეგ "ბარსას" პირველი შეხვედრა იქნება და ჩვენი დროით ღამის 12 საათის ნაცვლად 11 საათზე დაიწყება.

"სევილიასთან" დაპირისპირება "ბარსასთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოგების შემთხვევაში "ბლაუგრანა" მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში ფავორიტი ხდება, ეს ადგილი კი გუნდს ესპანეთის სუპერ თასზე თამაშის უფლებას მისცემს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 მარტი 2022 16:40
    0
    ციტატა: serafime
    Კარგია 11-ზე როა, სულ ესე იქნება თუ დროებითია? Აი სევილიას დიდი სხვაობითუნდა მოვუგოთ barca-1

    ესპანეთში ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებში ზაფხულ-ზამთრის დროზე წელიწადში ორჯერ გადადიან.
    მარტის ბოლო შაბათს ღამის 3 საათზე საათს წინ წევენ და ეს ზაფხულის დროა, ჩვენთან დროის სხვაობა 2 საათი ხდება.
    ზამთრის დროზე კი ასევე ოქტომბრის თვის ბოლო შაბათს საათს ერთი საათით უკან აბრუნებენ და სხვაობა ჩვენთან ისევ 3 საათია. ინგლისი, პორტუგალია ამაზე ერთი საათით მუდამ წინ არიან.
    ისე რომ ოქტომბრის ბოლომდე სულ ასე იქნება 11 საათზე, ის თამაშები რომლებიც ჩვეულებრივად დღის ბოლო მატჩებია და იქ 9-ე იწყება.
    Culé [?]
    #5 15 მარტი 2022 11:47
    0
    მარტივად უნდა მოუგონ წესით😁❤️
    Culé [?]
    #4 14 მარტი 2022 22:03
    3
    გასვლაზე გადაგვირჩნენ და სახლში უნდა გავხიოთ. ევროპა ლიგაზეც ჩვენი მთავარი კონკურენტი სევილიაა, მაგათი ტურნირია ფაქტობრივად და ლა ლიგის თამაში ერთგვარი მოსამზადებელი მატჩი იქნება.
    გულშემატკივარი [?]
    #3 14 მარტი 2022 21:06
    1
    Კარგია 11-ზე როა, სულ ესე იქნება თუ დროებითია? Აი სევილიას დიდი სხვაობითუნდა მოვუგოთ barca-1
    ფანი [?]
    #2 14 მარტი 2022 21:05
    1
    კი დემბელეს ჯერ ვერაფერს დაუფიცავ, მარა თუ ასე გააგრძელა მთელი სეზონი არ უნდა დავფიქრდეთ მის დატოვებაზე? ბოლო-ბოლო როცა ჩასვრილი იყო და გასაყიდი მაშინ არ გაუშვეს და ეხა როცა აშკარად მომატებული აქ და ათამაშდა მოვიშოროთ? მგონი არაა მარტივი გადასაწყვეტი ამბავი.
    გულშემატკივარი [?]
    #1 14 მარტი 2022 21:00
    6
    სევილიასაც გადავკუზავთ და რეალსაც barca-1
    --------------------
    More than a Club / MÉS QUE UN CLUB /
    მეტი ვიდრე კლუბი