”ბარსამ” ჩემპიონთა ლიგაში 35 მილიონი ევრო გამოიმუშავა

  • 5-05-2011, 12:43
  • ”ბარსამ” ჩემპიონთა ლიგაში 35 მილიონი ევრო გამოიმუშავა

    მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობით, ”ბარსელონამ” უკვე 35 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

    გარდა იმისა, რომ გვარდიოლას გუნდმა ფინალის საგზური მოიპოვა, მათ ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესეს. 28 მაისს ”უემბლიზე” მოსახვედრად ბრძოლაში, ”ბარსელონამ” თავისი ბიუჯეტი 35,550,000 ევროთი შეივსო. ტურნირის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში ეს რიცხვი 40 მილიონი ევრო გახდება.

    დავუბრუნდეთ ჯგუფურ ეტაპს - თითოეულმა მოთამაშე გუნდმა, ტურნირში მონაწილეობისთვის, ”უეფასგან” 7,2 მილიონი ევრო მიიღო. გარდა ამისა, ”უეფამ” მატჩების მიხედვით შემდეგი სქემა შეიმუშავა - თითოეული გამართული თამაში 550,000 ევროდ ფასდებოდა. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში გუნდი დამატებით 400,000 ევროს იღებდა, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კი 800,000 ევროს. საერთო ჯამში ”ბარსელონამ” ანგარიშზე 9 გამარჯვება და 3 ფრე ჩაიწერა.

    ”უემბლიზე” გამარჯვება ”ბარსას” დამატებით 4,2 მილიონ ევროს მოუტანს. აქედან, 800,000 ევრო მატჩის მოგებისთვის იქნება, ხოლო 3,4 მილიონი ევრო 2010/11 სეზონის ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვებისთვის.


    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV