როგორ ვუყუროთ ბარსელონას თამაშებს ტელევიზორში, კომპიუტერსა და სმარტფონში

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" თამაშები სილქ უნივერსალზე აღარ გავა, იშვიათი გამონაკლისების გარდა. "ბლაუგრანას" თამაშები გავა Silk Sport-ის ფასიან არხებზე.
ამ ამბის ერთადერთი დადებითი მხარე ისაა, რომ სილქ უნივერსალისგან განსხვავებით Silk Sport-ის არხები HD ხარისხშია და "ბარსელონას" თამაშებსაც უკეთეს ხარისხში ვუყურებთ.
მოცემულ რეალობაში როგორ ვუყუროთ "ბარსელონას" თამაშებს? ამის რამდენიმე გზა არსებობს.
ტელევიზორში
თუ გაქვთ სილქნეტის ტელევიზია, ყველაფერი მარტივია. შეგიძლიათ, დაიმატოთ თემატური პაკეტი "სპორტი ექსკლუზივი", რომლის თვიური ღირებულებაც 5 ლარია. ამ პაკეტში შედის სილქ სპორტის სამივე ფასიანი არხი, ასევე სეტანტა სპორტის ორივე ფასიანი არხი.
თუ არ გაქვთ სილქნეტის ტელევიზია და ვერ ახერხებთ მის დაყენებას, მაშინ დაგჭირდებათ Smart TV, რომელშიც დააყენებთ აპლიკაციას Silk Go. აპლიკაციის თვიური ღირებულება არის 3 ლარი და მასში სხვა ქართულ არხებთან ერთად შედის სილქ სპორტის სამივე ფასიანი არხი. 31 მარტამდე აპლიკაციით სარგებლობა უფასოა და მსგავსი აქციები პერიოდულად არის ხოლმე.
კომპიუტერში
"ბარსელონას" თამაშების კომპიუტერში კომფორტულად საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ საიტზე Silktv.ge. რეგისტრაციის თვიური ღირებულება არის 3 ლარი და მასში სხვა ქართულ არხებთან ერთად შედის სილქ სპორტის სამივე ფასიანი არხი. 31 მარტამდე საიტით სარგებლობა უფასოა და მსგავსი აქციები პერიოდულად არის ხოლმე.
სილქის სპორტული არხების უფასოდ ყურება ასევე შეგიძლიათ საიტებზე Silksport.ge და Geomovie.ge, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ორივე საიტს პერიოდულად აქვს ტექნიკური პრობლემები და შესაძლოა, წვალება მოგიხდეთ.
კონკრეტული თამაშების საყურებელი ლინკები ასევე შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე საიტზე Livetv.ge.
სმარტფონში
"ბარსელონას" თამაშების სმარტფონში საყურებლად საჭიროა, დააყენოთ აპლიკაცია Silk Go (Android ვერსიის გადმოწერა, iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის თვიური ღირებულება არის 3 ლარი და მასში სხვა ქართულ არხებთან ერთად შედის სილქ სპორტის სამივე ფასიანი არხი. 31 მარტამდე აპლიკაციით სარგებლობა უფასოა და მსგავსი აქციები პერიოდულად არის ხოლმე.
სილქის სპორტული არხების უფასოდ ყურება ასევე შეგიძლიათ საიტებზე Silksport.ge და Geomovie.ge, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ორივე საიტს პერიოდულად აქვს ტექნიკური პრობლემები და შესაძლოა, წვალება მოგიხდეთ.
კონკრეტული თამაშების საყურებელი ლინკები ასევე შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე საიტზე Livetv.ge.
კიდევ არსებობს ბევრი აპლიკაცია თუ საიტი, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატის თამაშების სთრიმს, ან საყურებელ ლინკებს გვთავაზობს, მაგრამ მათზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ, რადგან მათი ნაწილი ვირუსებს შეიცავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]