25 წელი კამპ ნოუს გიჟური საღამოდან

25 წელი კამპ ნოუს გიჟური საღამოდან

ზუსტად 25 წლის წინ, 1997 წლის 12 მარტს "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თამაში გაიმართა.

ესპანეთის თასის მეოთხედფინალის პირველ მატჩში "ატლეტიკომ" და "ბარსელონამ" 2-2 ითამაშეს. განმეორებითი შეხვედრის წინ ეს ანგარიში უპირატესობას "კატალონიელებს" აძლევდა.

"კამპ ნოუზე" გამართული განმეორებითი მატჩი ცუდად დაიწყო და მე-9 წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა, მილინკო პანტიჩმა ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე პანტიჩის მორიგი ზუსტი დარტყმა და 0-2. გავიდა კიდევ 3 წუთი და პანტიჩმა ჰეთ თრიქი შეასრულა. ეს ნიშნავდა, რომ "ბარსელონას" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 4 გოლი ჭირდებოდა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა - 0-3.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში რონალდომ ერთი ბურთ გაქვითა, სამ წუთში კი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. "კამპ ნოუზე" იმედი დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წუთით - 51-ე წუთზე პანტიჩმა პოკერი შეასრულა და ანგარიში 2-4 გახადა. ცნობისთვის, მილინკო პანტიჩი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" კარში 4 გოლი გაუტანია.

"ბარსელონამ" თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხა. 67-ე წუთზე ფიგუს ძალიან ეფექტური გოლის შემდეგ ანგარიში 3-4 გახდა. თუმცა "ბლაუგრანას" კიდევ 2 გოლი ჭირდებოდა.

72-ე წუთი, რონალდოს ჰეთ თრიქი და 4-4.

ამის შემდეგ "ბარსა" შტურმზე გადავიდა, რამაც შედეგი 83-ე წუთზე მოიტანა, როდესაც გოლი შეცვლაზე შესულმა ხუან ანტონიო პიციმ გაიტანა.

5-4 და "ბარსა" ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ლას პალმასს" მარტივად სძლია, ფინალში კი "ბეტისთან" დაძაბულ ბრძოლაში 3-2 მოიგო და თასს დაეუფლა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 მარტი 2022 03:02
    0
    12 მარტს ჩემი ბარსამანიაზე დარეგისტრირებიდან 9 წელი გავიდა.
    Culé [?]
    #6 12 მარტი 2022 16:28
    2
    მაგარი თამაში ყოფილა
    Culé [?]
    #5 12 მარტი 2022 15:30
    0
    ციტატა: ROUCH
    ქამბექლონა. რა კაცი დაკარგეს ვინ იცის ბარსაში უფრო მკვლელი გამხდარიყო და არც ტრამვებს გაეწამებინა. გათახსირებულ ფიგუსაც კაი გოლი გამოუვიდა

    რონალდოს მე არ მოვსწრებივარ,უბრალოდ ვიდეოებიდან მაქ ნანახი მისი გოლები,დრიბლიგები და ასისტები.მონსტრი ყოფილა,რომ არა ტრამვები დარწმუნებულო ვარ მესსი'ზე ნაკლებ არ ჩაეწერებოდა ბარსას ისტორიაში.👌❤❤
    --------------------
    სიამაყით ბარსელონელი
    Culé [?]
    #4 12 მარტი 2022 15:21
    1
    რონალდო რომ ტრავმებს არ დაეტანჯა ვფიქრობ არანაირი კითხვა არ იქნებოდა იმასთან დაკავშირებით თუ ვინაა საუკეთსო მოთამაშე. მე რათქმაუნდა ლაივში არ მინახავს მისი თამაში, მაგრამ რასაც ჩანაწერებიდან ვხედავ, რაც მისი რამდენიმე სრული მატჩიდან ვნახე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ამ კაცმა დაღლა და მოუნდომებლად თამაში არ იცოდა რა იყო, ნაოპერაციები მუხლებით რასაც ჩადიოდა მარტო ეგ რად ღირს sob
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 მარტი 2022 15:07
    3
    ცენტრების ცენტრი ყველა დროის საუკეთესო N9 რონალდო ნაზარიო .....ხუან ანტონიო პიცი რაც მაგის თამაშები მახსოვს სულ ეგრე პიტ ბულივით იყო დაგეშილი :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 მარტი 2022 14:01
    3
    ქამბექლონა. რა კაცი დაკარგეს ვინ იცის ბარსაში უფრო მკვლელი გამხდარიყო და არც ტრამვებს გაეწამებინა. გათახსირებულ ფიგუსაც კაი გოლი გამოუვიდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 მარტი 2022 13:24
    2
    მაგარი თამაში იყო.