სერჟინიო დესტი ჟორდი ალბას დუბლიორად?

სერჟინიო დესტი ჟორდი ალბას დუბლიორად?

"ბარსელონას" ჩაბარებისას ჩავი ერნანდესს სერჟინიო დესტი არ მოსწონდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა ტექნიკა და პერფორმანსი გააუმჯობესა, მწვრთნელმა აზრი შეიცვალა.

ამასთან, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ კატალონიური გრანდი მარცხენა მცველს არ შეიძენს, ჩავი ამერიკელს ჟორდი ალბას დუბლიორად გამოიყენებს, რაც, დესტის უნივერსალურობიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ იქნება.

კლუბს ამ პოზიციაზე ალეხანდრო ბალდეს იმედი ჰქონდა, თუმცა, მას დიდი სათამაშო დრო არც კუმანის ხელში ჰქონდა და თავისი ადგილი ვერც ჩავის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ყველაფერთან ერთად, ბალდეს ხელი ტრავმებმაც შეუშალა.

კრიტიკის მიუხედავად, უდავოა, რომ ალბა მომავალ სეზონშიც "ბარსას" მოთამაშე იქნება, თანაც, მას შემდეგ, რაც ის თავის საუკეთესო ვერსიას აჩვენებს. "ბარსელონაში" ეჭვი არავის ეპარება, რომ ჟორდი გუნდში დარჩება, მიუხედავად იმისა, სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება თუ სათადარიგო ფეხბურთელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #9 12 მარტი 2022 16:38
    0
    რა დუბლიორი, ალბამ 5 თამაში ითამაშა და მორჩა შემცვლელი აღარ უნდა? დუბლიორი კი არა შემცვლელი ჭირდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 12 მარტი 2022 15:36
    0
    მაგას ჯობია 15 მილიომი გრიმალდოში გადაიხადონ თან არც გაუჭირდება ადაფტაციის გავლა ლა მასიელია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 12 მარტი 2022 12:21
    0
    მარცხნივ ნორმალურად თამაშობს დესტი და ალბას დუბლიორად მართლაც გამოდგება😄
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 მარტი 2022 12:20
    0
    მე მგონი არ არის ცუდი აზრი.
    ფანი [?]
    #5 12 მარტი 2022 01:48
    0
    ციტატა: Giorgi99
    ნეიმარის დაბრუნება ძალიან კარგი იქნებოდა ბარსასთვის

    რაღადროს ნეიმარის ბარსაში დაბრუნებაა, ნეი არა მარა მესი უნდაა დააბრუნონ, ბარსას ლეგენდაა და მეცოდება ასეთ ჩასვრილს რომ ვუყურეებ.. მეგონა პსჟ გაქაჩავდა მაგრამ შევცდი, ლეოს ადგილი ბარსაშია, სხვაგან ვერსად ვერ ივარგებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 მარტი 2022 23:02
    0
    გრიმალდოს მოყვანა მაინც ჭკვიანურია, ლა მასიელია და გამოცდილებაც აქვს მაღალ დონეზე თამაშის, ბენფიკა არაა ურიგო გუნდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 მარტი 2022 22:52
    0
    გრიმალდო მოვიყვანოთ ჯობია და დესტს თუ რამე შეუძლია მარჯვენა ფლანგზე დაამტკიცოს
    ფანი [?]
    #2 11 მარტი 2022 22:29
    0
    ნეიმარის დაბრუნება ძალიან კარგი იქნებოდა ბარსასთვის
    წევრი [?]
    #1 11 მარტი 2022 21:49
    0
    არადა ტალიაფიკო არ იყო ცუდი ვარიანტი მოსაყვანად