ბარსელონაში პენიასა და მაშიმიანუსთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან

ბარსელონაში პენიასა და მაშიმიანუსთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან

Sport-ის ინფორმაციით, კლუბში ვერ თანხმდებიან, ნეტუს შემცვლელად ინიაკი პენია დააბრუნონ თუ ახალი მეკარე შეიძინონ.

"ლა მასიელმა" პენიამ გუშინ "ბარსას" წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, თავის მხრივ, ლუიშ მაშიმიანუსაც აკვირდება ("გრანადა"), რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი სეივი აქვს და ძვირიც არ ღირს.

მიუხედავად ამისა, წყაროს ცნობით, თუ პენია ასე თამაშს გააგრძელებს, "ბარსაში" დარჩენის დიდი შანსი ექნება.

რაც შეეხება ნეტუს - თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 მარტი 2022 02:32
    0
    ნეტუ მერამდენე წელია მიდის, მაგრამ ვერაფრით ვერ წავიდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 მარტი 2022 12:48
    0
    ეს პენია ჩვენია და მშვენივრადაც თამაშობს, რატომ ეძებენ ზედმეტ თავისტკივილს, თუ ასეთი მაგარია ის გრანადას მეკარეც მოიყვანონ და შტეგენს მრიცხველი ჩაურთონ. აღარ არის ეგ ხელშეუხებელი. ბევრ თამაშებს ვუყურებ და მაგის სეივებზე არა ნაკლებს აკეთებენ სხვა გუნდის მეკარეები და არც იმდენ შეცდომას არ უშვებენ(ნუ დონარუმას არ ეხება, ეგ არასდროს არც მომწონდა)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 მარტი 2022 19:43
    1
    გუშინ რასაც ვუყურე, უშეცდომო იყო და რეაქციაც მშვენიერი აქვს, სეივებიც სასწაული
    ფანი [?]
    #3 11 მარტი 2022 19:26
    2
    არც ვალდესი იყო ტოპ მეკარე მაგრამ ბარსას ლეგენდაა. ბარსას უკანა ხაზში თამაში (დაცვაც და მეკარეც) ურთულესია და სულ სხვა მოთხოვნები და კრიტერიუმები გვაქვს. ამიტომ ჯობია საკუთარ აღზრდილებს შანსი მივცეთ
    [?]
    #2 11 მარტი 2022 19:01
    0
    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    პენია ჯობია ალბათ ფულის ხარჯვას

    ფასს გააჩნია თორე ეგ მაშიმილიანუ მალე ევროპის ერთ ერთი უძლიერესი მეკარე გახდება, ძალიან მაგარია, თუ იაფად ჩავიგდებთ ხელში, მაგალითად ნეტოს რამდენადაც გავყიდით მაგ ფასად, ღირს ნამდვილად. პენია კიდე სად წავა, გავუშვათ იჯარით მანამდე კიდე, ლა ლიგის რომელიმე კარგ გუნდში სადაც კონკურენციის მოგება გაუადვილდება. მაშიმილიანუს თუ გაუმართლა და შტეგენმა ტრავმა მიიღო, ანუ სათამაშო დრო მიეცა ნამდვილად კარგად იდგება და ფასიც მოემატება. სამომავლოდ შეიძლება მაღალ ფასად გაყიდვა. მარა თუ ძვირი დაჯდება რა თქმა უნდა პენიას დაბრუნება ჯობს. ისე გული მიგრძნობს განმეორებით თამაშში ამოიტენება :D თან მუსლერა დაუბრუნდა გალას, კაპიტანია და მგონი მალე ამოაგდებენ პენიას. მთავარია შეცდომები არ დაუშვას
    Culé [?]
    #1 11 მარტი 2022 18:56
    2
    პენია ჯობია ალბათ ფულის ხარჯვას