ოქროს ბურთის წესები იცვლება | L'Equipe

L'Equipe-ს ინფორმაციით, "ოქროს ბურთის" წესები იცვლება.
ფრანგული გამოცემის თანახმად, შემდეგ ცვლილებებს ვიხილავთ:
- ჯილდო ფეხბურთელს კალენდარული წლით აღარ გადაეცემა - პრიზი სეზონური გახდება;
- ხმის მიცემას მხოლოდ ტოპ 100-ეულში მყოფი ქვეყნები შეძლებენ.
- მთავარი ყურადღება ინდივიდუალურ პერფორმანსზე იქნება გამახვილებული, შემდეგ კი გუნდურ მიღწევებსა და Fair Play.
წყაროს მტკიცებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები პერფორმანსი და წარმატებები გავლენას 2023 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოვლენაში იქონიებს და არა - 2022 წლის.
როგორც იცით, "ოქროს ბურთი" ყველაზე მეტჯერ (7), "ბარსას" არგენტინელ ლეგენდას, ლიონელ მესის აქვს მოგებული. ლეო მეორეადგილოსან კრიშტიანუ რონალდუს 2-ით უსწრებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]