პაბლო ტორეს სხვა კლუბებისგან უკეთესი შემოთავაზებები ჰქონდა

რამდენიმე დღის წინ "ბარსელონამ" სანტანდერის "რასინგიდან" პაბლო ტორე შეიძინა - ფეხბურთელი გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს სხვა კლუბებისგან უკეთესი შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ, ტორე, ისევე, როგორც თავისი ოჯახი, ფიქრობს, რომ ფული ადრე თუ გვიან მოვა, ამიტომაც, ამ მომენტში აქცენტის გაკეთება საუკეთესო სპორტულ პროექტზე (რაც "ბარსას" აქვს) სჯობდა. პაბლოს გარემოცვა დარწმუნებულია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სათამაშო სტილი მას ყველაზე კარგად მოერგება.
ამასთან, წყაროს ცნობით, ჩავის ზარი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მწვრთნელმა, იმის ახსნით, თუ რას ელის ტორესგან და რა როლი ექნება მას, ფეხბურთელის დარწმუნება მარტივად შეძლო. თანაც, აღსანიშნავია, რომ პაბლო ბავშვობიდან "ბარსას ქომაგია, ჩავი კი - მისი კუმირი.
"ბლაუგრანამ" ტორეს სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]