დავიდ ვილია: ჩავი მწვრთნელი ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს იყო

დავიდ ვილია: ჩავი მწვრთნელი ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს იყო

"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, დავიდ ვილია "ბარსასა" და "გალათასარაის" შორის გუშინ გამართულ შეხვედრას დაესწრო.

ლეგენდარული ფეხბურთელი აღნიშნულთან დაკავშირებით Barça TV-სთან საუბრობს:

"კამპ ნოუზე" დაბრუნებით ბედნიერი ვარ - ამჯერად, გულშემატკივრის რანგში. ამ ადგილთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩავი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევდა. ჩავი მწვრთნელი ჯერ კიდევ საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე იყო. ერნანდესი თითოეულ დეტალს აკვირდებოდა, რაც მოედანზე შესამჩნევი გახლდათ.

ვილია "ბარსაში" 2010-13 წლებში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც 119 მატჩში მან თავი 48 გოლითა და 24 ასისტით გამოიჩინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 მარტი 2022 02:22
    0
    ჩავიმ ვერ დააფასა თურქები, ეგონა ადვილად მოვიგებდით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 მარტი 2022 13:05
    0
    ეს ძალიან კარგი იყო, ის ტრამვა რო არა საკლუბო მუნდიალზე.
    CPU
    Culé [?]
    #5 11 მარტი 2022 19:24
    1
    ჩავიმ ამ შემადგენლობით ძალიან კარგად მიუყვება. მასეთი ფრე რაც გუშინ იყო ნებისმიერ დროს ნებისმიერ გუნდს შეიძლება რომ შეხვდეს. დაჟე ერთ კონტრშეტევაზე რო წაუგია გუნდს ისიც მინახავს. ასე რომ ყველაფერი ნომრმალურადაა. რაც მთავარია ბარსა თავის თამაშს თამაშობს
    არაა მხოლოდ უაზრო ბურთის გორვა და უკან პასი
    --------------------
    barca
    ფანი [?]
    #4 11 მარტი 2022 18:40
    2
    მე-9 ადგილიდან მე-3-ზე გადმოვიდა გუნდი. ჟილკით თამაშობენ და გოლის გაშვების არ ეშინიათ, კომბინაციები აქვთ ულამაზესი. ასე,რომ თუ ვინმეს ისევ ჰგონია,რომ ჩავი ცუდი მწვრთნელია ჯობია დაიძინოს და ნუღარც გაიღვიძებს
    გულშემატკივარი [?]
    #3 11 მარტი 2022 16:28
    1
    Შრომა უნდა განვაგრძოთ, ერთი თამაში ვერვითამაშეთ კარგად, ამის გამო არღირს ყურებსი ჩამოყრა, არვიცი ზოგს ჩავის კარგ მწვრთნელობაში რატომ ეპარება ეჭვი, აშკარად მოუმატა გუნდმა. კლუბმა მისცა დრო ჩვენც უნდა მივცდეთ და მოვითმინოთ, საბოლოოდ ვიამაყებთ ამ გუნდით❤️
    Culé [?]
    #2 11 მარტი 2022 16:21
    7
    ბარსაზე რომ დოკუმენტური იყო 2018 ში თუ არ ვცდები, მანდ იყო ნათქვანი რომ ჩავი აუცილებლად მოვიდოდა ბარააში და ახსნილიც იყო თუ რატო იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, რთულია ისეთი ვინმეს პოვნა ვისაც ასე ესმის ბარსას ფილოსოფია, აქ ზოგი და მათ შორის მეც ვამბობდით რომ ამ წელში ოთხეულამდე უნდა მივბობღდეთ და არ იქნება დიდად შედეგიო, მაგრამ მოსალოდნელზე მალე გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და შედეგებიც დადო, გუნდი მეცხრედან მესამეზე გადმოიყვანა, ხოდა ვინც ცვლილებებს ვერ ხედავს ან ბრმაა და ან არ უნდა დანახვა
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    Culé [?]
    #1 11 მარტი 2022 16:13
    4
    ჰო რავი ზოგს,რომ ჰკითხო აზრზზე არაა მწვრთნელობის.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid