ჯერარდი: კოუტინიოს შენარჩუნება მინდა

ფილიპე კოუტინიო "ასტონ ვილას" რიგებში თავის გამოჩენას აგრძელებს - მან "ლიდსის" წინააღმდეგ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
ბრაზილიელი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია "ბარსელონაც", რომელსაც იმედი აქვს, რომ კლუბი ფილიპეს გამოსასყიდ თანხას გადაიხდის.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"კოუტინიოს თამაშის ხილვა ჩემთვის სიამოვნებაა, ამიტომ, მისი შენარჩუნება მსურს. მასში 40 მილიონის გადახდა? საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე ხალხს ჰგონია. ჩემი ფული რომ იყოს, პასუხი უკვე გეცოდინებოდათ".
იმ შემთხვევაში, თუ 29 წლის ფეხბურთელი "ასტონ ვილაში" დარჩება, მას ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო ბირმინგემულ გუნდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა და უკვე 4 გოლის გატანაც მოასწრო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]