ინიესტას ინტერვიუ

ინიესტას ინტერვიუ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველს, ანდრეს ინეისტას ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ "ბარსელონა" საუკეთესოა. მატჩის შემდეგ იგი ეწვია "ბარსა ტვ"–ს.

 

"როდესაც თამაშობს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, უნდა იყო 120%–ით კონცენტრირებული მიმდინარე მატჩზე. არამარტო იმიტომ, რომ საუბარია ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, არამედ ეს "ლოს ბლანკოსია". ეს ჩვენთვის ორმაგი სიხარული იყო, რადგანაც დავამარცხეთ "თეთრები" და გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 4 დღეში ლა ლიგის მატჩები იწყება, სადაც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიასპარეზოთ და რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ 4 ქულის მოპოვება, რათა კარგად მოვემზადოთ "უემბლისთვის". განაცხადა ანდრეს ინიესტამ "ბარსა ტვ"–სთან.

 

დიდი სიხარული ყველასთვის

 

ინიესტა ფიქრობს, რომ ეს ოთხი "კლასიკო" ნამდვილად წარმატებული იყო "ბარსასთვის", მიუხედავად იმისა, რომ დაკარგეს სამეფო თასი. "ჩვენ შევძელით და წარმატებით გავიარეთ "უემბლისკენ" მიმავალი გზა. ახლა კი ოცნებების ასრულების დროა". ინიესტამ 1/2 ფინალზე განაცხადა: "ბარსელონა" ბევრად უკეთესი იყო: ვითამაშეთ საკუთარი ფეხბურთი და მუდამ ვუტევდით, რასაც მადრიდზე ვერ ვიტყვი. "ბერნაბეუზეც" კი სულ შეტევაში ვიყავით, ამიტომაც 0:2 ვიმარჯვეთ. ყველა გუნდი რაღაცას სწავლობს განვლილი მატჩებით, სწორედ ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც და "უემბლიზე" ამის გამო ვიასპარეზებთ".

 

დიდებული საფეხბურთო სპექტაკლი

 

ინიესტამ ანალიზი გაუკეთა ბოლო "კლასიკოს" :"მადრიდი პირველად გადმოვიდა შეტევაზე, მათ უბრალოდ სხვა გზა აღარ ჰქონდათ, თუმცა "ბარსელონამ" შესანიშნავად იასპარეზა. ისინი ძალიან კონცენტრირებულნი იყვნენ და ერთ–ორი საგოლე მომენტიც შექმნეს. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი საფეხბურთო სპექტაკლი ვიხილეთ. საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს მადრიდულ კლუბს, რათა ტიტულები მოიგოს შემდეგ წელს. ჩვენ ყველა პოზიციაზე კარგად ვითამაშეთ".

 

"მაშინ, როდესაც პედროს საგოლე გადაცემა გავუკეთე, ძალიან გამიმართლა. ჩვენი ფეხბურთელები მუდამ იხსნებიან, ამიტომაც არ არის ძნელი მოძებნო თავისუფალი პარტნიორი. იმ ეპიზოდში პედრო ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფებოდა და ყველაფერი უკანლოდ შეასრულა".

 

ჩვენ წაგებას ღირსეულად შევხვდით

 

"როდესაც თასის ფინალი წავაგეთ, თავაწეულნი დავბრუნდით სახლებში. ფეხბურთში ასეთი წესია: ხან მოიგებ, ხან წააგებ. გაიმარჯვებს ის, ვინც უკეთესად ითამაშებს, ეს ასეა. წაგებას ღირსეულად შევხვდით, მივულოცეთ მადრიდელებს და ხმა აღარ ამოგვიღია ამასთან დაკავშირებით". დაასრულა ანრეს ინიესტამ.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=T5rEAoCaiUE]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.