სანქციები ჩელსის და კარგი ამბავი ბარსელონასთვის

სანქციები ჩელსის და კარგი ამბავი ბარსელონასთვის

ლონდონის "ჩელსი" რუსი მესაკუთრის მიმართ დაწესებული ახალი სანქციების გამო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც "ლურჯებს" ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების შეთავაზება აღარ შეუძლია, ეს კი "ბარსელონასთვის" კარგი ამბავია.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირის სტატუსის გამო რომან აბრამოვიჩს "ჩელსის" გაყიდვის უფლება ჩამოართვეს, თავად კლუბს კი შეზღუდვა არაერთი მიმართულებით დაუწესეს. ერთ-ერთი შეზღუდვა ახალი ფეხბურთელების დამატებასა და ამჟამინდელი ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების შეთავაზებას ეხება. ლონდონელები უახლოეს მომავალში მოთამაშეებს ახალ ხელშეკრულებებს ვერ გაუფორმებენ.

ამჟამად "ჩელსიში" 3 ფეხბურთელი ირიცხება, რომელთა კონტრაქტსაც ვადა სეზონის ბოლოს გასდის. ანტონიო რუდიგერით "რეალია" დაინტერესებული და მადრიდელებს გერმანელის ხელში უფასოდ ჩაგდება ახლა უფრო გაუადვილდებათ. დანარჩენ ორ მოთამაშეს კი "ბარსას" უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით ანდრეას კრისტენსენის "ბარსელონაში" ტრანსფერი ისედაც გადაწყვეტილი და გაფორმებული იყო, ახალი შეზღუდვა კი სესარ ასპილიკუეტას შემთხვევაზე იმოქმედებს. ვინაიდან "ჩელსი" მას ახალ კონტრაქტს ვერ გაუფორმებს, 32 წლის ესპანელის "ბარსელონაში" უფასოდ გადმოსვლის შანსები მნიშვნელოვნად იზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #22 10 მარტი 2022 21:40
    0
    რუდიგერიც არ არის ცუდი ვარიანტი
    --------------------
    •Barca forever•
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 10 მარტი 2022 19:45
    0
    მაგ გუნდში ჰავერცზე კარგი ფეხბურთელი ვინ არის ? smile ჰოდა თუ დათრევაა ჰავერცი უნდა დაითრიო კაცმა stuck_out_tongue_winking_eye
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 10 მარტი 2022 18:55
    0
    რის ჯეიმსი დაიდოს 😂😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #19 10 მარტი 2022 18:46
    0
    ციტატა: Pirat❤️💙
    ასპის და კრისტესენს რუდი მოიყვანონ მარტო ჯობია

    რეებს იძახი😀😀

    ძაან კაია ორივე, მოსაყვანია აუცილებლად ♥️
    ფანი [?]
    #18 10 მარტი 2022 17:04
    0
    ასპის და კრისტესენს რუდი მოიყვანონ მარტო ჯობია
    Culé [?]
    #17 10 მარტი 2022 15:55
    0
    მანჩესტერმა დუბლებით რომ დაუქამბექა მაშინ უნდა მიმხვდარიყვნენ ფეხბურთელები რომ ეს გუნდი ვერასოდეს მოოგებდა ლიგას და დროზე უნდა დაეხვიათ იქიდან მარა ფულია მაგათთვის მთავარი. მესი პსჟ-ში რომ გადავიდა ლიგის მოსაგებად და ნეიმარი ოქროს ბურთის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კურიოზია. ამაზე სლე მენტალიტეტის ვალვერდეს და კუმანის ბარსა არ ყოფილა. ესენი თბილისის დონამოსთანაც წააგებენ ოდნავ ნერვიულობა თუ დაიწყეს. ამაზე სლე გუნდის დედაც რეალი თუ არ მერჩივნოს მე ვიყო დემბელე.
    Culé [?]
    #16 10 მარტი 2022 15:47
    0
    ჰალოუ პეესშე :D პარისენჟერმენი რით იყო ამ პეესშეზე ცუდი ნეტა :D საღოლ ბენზემა, სღოლ ტონი, საღოლ მოდრიჩ, საღოლ კიალან, დანარჩენი სრული საფალოსეთი.....
    წევრი [?]
    #15 10 მარტი 2022 15:22
    1
    ნეტა კვარაცხელია რას ელოდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 10 მარტი 2022 15:21
    1
    ანუ კრისტენსენის ტრენაფერი პრაქტიკულად დახურვის პიორასაა, რაც ძალიან კარგია barca-6
    სავარაუდოდ, რუსეთიდან დაიძრება გაქცეულ ფეხბურთელთა ნაკადი; ან აქამდე რა უნდოდათ იქ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 10 მარტი 2022 15:11
    3
    ესე იგი აღარ ხუმრობს მსოფლიო, მალე გაედება რუსებს. ეხლახანს ევროსპორტზე შევედი სადაც ყოველთვის ახალი ინფორმაციები იწერებოდა, მე რუსულ ვარიანტს ვკითხულობდი ვინაიდან ქართული არა აქვს, ახლა კი ინგლისურზეა გადასული და რამდენიმე ცდის მიუხედავად ვერ გადავიყვანე რუსულზე ისევ ბრუნდება ინგლისურზე. ანუ რუსეთის მოქალაქეებს ყველაზე სრულყოფილი სპორტული საიტი ჩამოერთვა. და ვინაიდან რუსების 90% ინგლისურის გაგებაში არ არიან ახლა თავიანთი რუსული საიტების იმედზე რჩებიან. სადაც პოლიტიკა და სპორტი "გაყოფილია".
    ფანი [?]
    #12 10 მარტი 2022 15:10
    3
    მოკლედ, ბენზო უმაღლესი დონეა, არავინ დაობს, მაგრამ კარიერულად რო გადავხედოთ ამ ორი ფეხბურთელის მიღწევებს, ლევი უკეთესია, იყო დრო როცა ბენზემა მადრიდისტების დასაცინი ობიექტი იყო და იგუაინის ზამენაც ერთ დროს :) რასაც ქვია ბენზემამ ბენზემაომა დაიწყო რონალდოს წასვლის შემდეგ, ლევანდოვსკი კი წლებია ლევანდოვსკობს :) 🤗😍
    ფანი [?]
    #11 10 მარტი 2022 14:53
    1
    რის ჯეიმს როდის ეწურება კონტრაქტი? 🤔😀
    Culé [?]
    #10 10 მარტი 2022 14:51
    1
    მოკლედ აბრამოვიჩს უნდა აახვევინონ თორემ გაუქმება ემუქრება ჩელსის. გაყიდვაც არ შეუძლია ანუ უნდა გადადგეს თავისი ნებით და აჩუქოს ვინმეს. ჩელსის დედაც მოვდღან მარა თუ ამის გამო გააუქმეს დიდი უსამართლობა იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 10 მარტი 2022 14:34
    0
    ციტატა: Zura Gviniashvili
    ციტატა: La Pulga10
    კრისტენსენი ხო ჩვენი.რის ჯეიმსი გაასწორებდა მაგრად,ალვეშის პრობლემა მოხსნიდა დიდი ხნით.რუდიგერი გაერჭოს რეალს უკან,მაგრად არ მევასება ეგ ტიპი.

    ეგრე პიროვნება თუ არ გევასება ეგ ხომ არაფერს ნიშნავს.. მთავარია საქმე აკეთოს მოედანზე და რუდიგენი მართლა ტოპ მცველია

    ახლაა ეგ ტოპ მცველი ტუხელის სქემაში თორემ იქამდე ბოლო დონის სლე იყო,ნაკრებში კი ახლაც სლეა, და ვინ იცის ბარსაში გაამართლებს ან არა, ჩემი აზრით ტუხელის სქემაში იპოვა თავისი ადგილი თორემ სიტყვაზე 4 მცველიან სისტებში არაფრად არ ღირს
    ფანი [?]
    #8 10 მარტი 2022 14:32
    0
    ციტატა: La Pulga10
    კრისტენსენი ხო ჩვენი.რის ჯეიმსი გაასწორებდა მაგრად,ალვეშის პრობლემა მოხსნიდა დიდი ხნით.რუდიგერი გაერჭოს რეალს უკან,მაგრად არ მევასება ეგ ტიპი.

    ეგრე პიროვნება თუ არ გევასება ეგ ხომ არაფერს ნიშნავს.. მთავარია საქმე აკეთოს მოედანზე და რუდიგენი მართლა ტოპ მცველია
    ფანი [?]
    #7 10 მარტი 2022 14:30
    4
    მარტო აბმოვიჩს არა! მაგითანა ოლიგარგ ბიძინადან დაწყრბულებს უველას პალო ერთ ადგილას!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 მარტი 2022 14:29
    1
    კრისტენსენი ხო ჩვენი.რის ჯეიმსი გაასწორებდა მაგრად,ალვეშის პრობლემა მოხსნიდა დიდი ხნით.რუდიგერი გაერჭოს რეალს უკან,მაგრად არ მევასება ეგ ტიპი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 მარტი 2022 14:26
    2
    ციტატა: CHEPE
    არადა მეცოდება ჩელსი თუ დაიძირა პუტინის სლეობების გამო რაშუაშია აბრამოვიჩი...
    ბარემ ჰავერციც ავახიოთ თუ იშლება და ვერნერი ზამენისთვის😂😂😂😂

    ჰო კანტე სულ დამავიწყდა 6 წელი კიდე ითამაშებს მაღალ დონეზე

    კოვაჩიჩი და ზიეჩი არიან უკლასნესები, ბარსას დააკვდებოდა ორივე

    მაგრამ არ დაიშლება ალბათ გუნდი და უბრალოდ ეს სამი ფეხბურთელი წავა, ისე გუნდი ჩამოერთმიათ აბრამოვიჩისთვის და სხვა მფლობელი გამოუჩნდებოდა,ახლა კი ძაან უსამართლოდ ზარალდება ჩელსი
    ფანი [?]
    #4 10 მარტი 2022 14:21
    1
    ციტატა: Griezzy7
    უეჭველი მოსაყვანია ორივე heart_eyes ძაან გაგვაძლიერებენ kissing_closed_eyes
    ფული მთლიანად ჰოლანდზე უნდა დაიხარჯოს

    ტოპ მცველი გვინდოდა და ამაზე კარგი შანსი არ არსებობს. რუდიგენი იმენა ტოპ მცველია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 მარტი 2022 14:20
    1
    აზპი და კრისტენსენი ძაან კარგი ამბავია, მაგრად გაგვაძლიერებებ