საპატერო კმაყოფილია ”ბარსელონასა” და ”რეალის” თამაშით

საპატერო კმაყოფილია ”ბარსელონასა” და ”რეალის” თამაშით

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ განაცხადა, რომ კმაყოფილია ორი მატჩის ჯამში ”ბარსელონას” მიერ ”რეალის” დამარცხებით და კატალონიელების მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურის მოპოვებით.

ესპანეთის კონგრესში ჟურნალისტებმა ხელმძღვანელ პირს შეკითხვა დასუვეს, კმაყოფილი იყო თუ არა გუშინ ”კამპ ნოუზე” გამართული მატჩით. საპატერომ შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

მიუხედავად იმისა, რომ საპატერო დაიბადა და გაიზარდა კასტილიისა და ლეონის ავტონომიურ საზოგადოებაში, ის ”ბარსელონას” ერთგული გულშემატკივარია. მისი მშობლიური ქალაქი ვალიადოლიდია.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში კატალონიის ”ბარსელონამ” მადრიდის ”რეალი” დაამარცხა, ანგარიშით 3:1 და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. კატალონიელთა მხრიდან გოლები მესიმ (2) და პედრომ (1) გაიტანეს. ხოლო მადრიდელთა მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი, ბრაზილიელი მარსელოა.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.