ბარსელონა ჟიმნასტიკის წინააღმდეგ ამხანაგურ თამაშს გამართავს

ბარსელონა ჟიმნასტიკის წინააღმდეგ ამხანაგურ თამაშს გამართავს

"ბარსელონა" მარტის სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგური თამაშის გამართვას გეგმავს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი "ჟიმნასტიკს" ამ უკანასკნელის სტადიონის გახსნიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით დაუპირისპირდება. მატჩი 24 ან 29 მარტს ჩატარდება.

ჟოან ლაპორტამ ამის ვალდებულება გასული წლის ოქტომბერში ტარაგონული კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ანდრეუსთან შეხვედრისას აიღო.

საინტერესოა, რომ "ჟიმნასტიკმა" "ნოუ ესტადიზე" პირველი შეხვედრა 1972 წლის 1 თებერვალს სწორედ "ბარსას" წინაამდეგ გამართა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 5 მარტი 2022 15:58
    0
    ამათ შარშანნაც ვეთამაშეთ და მოვუგეთ,ახლა გადავიმტვრევთ მუხლზე 🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 მარტი 2022 13:12
    2
    საინტერესოა, რომ "ჟიმნასტიკმა" "ნოუ ესტადიზე" პირველი შეხვედრა 1972 წლის 1 თებერვალს სწორედ "ბარსას" წინაამდეგ გამართა.
    ხოდა ალბათ სწორედ ამიტომაც სთხოვეს ისევ ბარსელონას, უფრო სიმბოლურია. თუმცა პრაზნიკი რო ჩაუმწარდებათ წაგებით ამაზე ეტყობა აღარ უფიქრიათ.