დორტმუნდში არ სჯერათ, რომ ბარსას ჰოლანდის შეძენა შეუძლია

ერლინგ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ნორვეგიელს ისევ ესპანეთთან აკავშირებს.
გერმანელი სპორტული ჟურნალისტი კერი ჰაუ ესპანურ SER-თან საუბრისას აცხადებს, რომ ჰოლანდის "დორტმუნდიდან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილია და გერმანულ გუნდში სჯერათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი გეზს ესპანეთისკენ აიღებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰოლანდს ეს ქვეყანა უყვარს.
იმავე წყაროს ცნობით "დორტმუნდში" არ სჯერათ, რომ "ბარსელონა" ჰოლანდის ტრანსფერის ფინანსურ უზრუნველყოფას შეძლებს.
როგორც ჩანს, გერმანიაში "ბარსელონას" ფინანსურ შესაძლებლობებზე ზედმეტად ცუდი წარმოდგენა აქვთ. მიმდინარე სეზონის დასაწყისში ულიო ჰიონესმა ჟოან ლაპორტა გაკოტრებულ ადმინისტრატორად მოიხსენია და "ბარსელონას" მიმართ კეთილგანწყობას არც "ბაიერნის" ამჟამინდელი ხელმძღვანელი პირები ამჟღავნებენ, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები საპირისპიროს ამტკიცებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]