ჰოლანდის ტრავმიანობა ისევ სერიოზული პრობლემაა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" და "რეალი", ერლინგ ჰოლანდის შეძენის მსურველი კლუბები ახალგაზრდა ნორვეგიელის ტრავმიანობით შეშინებულები არიან და ამ საკითხზე ფიქრობენ. ესპანურ გრანდებს საფიქრალი კიდევ დაემატათ.
21 წლის ფეხბურთელს 22 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, დღეს კი გერმანულმა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაბრუნება მინიმუმ მარტის ბოლომდე გადაიდო.
ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო უკვე 16 თამაში გამოტოვა, სულ კი კარიერაში მას უკვე 14 ტრავმა და ამ ტრავმების გამო გამოტოვებული 189 დღე და 35 შეხვედრა დაუგროვდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]