ბარსელონა ალბას შემცვლელად ალექს მორენოსა და ხავი გალანსაც მოიაზრებს

ზაფხულში "ბარსელონას" ერთ-ერთი პრიორიტეტი ჟორდი ალბას რეზერვისტის მოყვანა იქნება, რომელიც ამჟამად თავის პოზიციაზე უკონკურენტოა.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი ალექს გრიმალდოს აქვს, თუმცა "ბარსა" მის ალტერნატივებსაც განიხილავს.
Diario AS-ის ცნობით, კატალონიურ კლუბს ალექს მორენოსა ("ბეტისი") და ხავი გალანის ("სელტა") ვარიანტებიც მოსწონს.
მარცხენა პოზიციაზე "ბარსას" მთავარი სამიზნე ხოსე გაია იყო, თუმცა "ვალენსიას" მისი გაშვება არ სურს და, როგორც ცნობილია, დარჩენაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]