აბდე ეზალზულის მომავალი გაურკვეველია

აბდე ეზალზულის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს მიიღება. ერთ-ერთი ვარიანტი იჯარით გაშვებაცაა, ვინაიდან მაროკოელის შეძენით ბევრი კლუბი ინტერესდება.
20 წლის თავდამსხმელს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და შესაძლებელია, ის კიდევ 2 წლით გახანგრძლივდეს.
კატალონიურმა გრანდმა ეზალზული გასულ ზაფხულში "ერკულესიდან" დაიმატა. აბდე "ბარსელონა ბ-ში" ირიცხება, თუმცა პირველ გუნდში ხშირად აწინაურებენ. მის ანგარიშზე 10 მატჩში ერთი გოლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]